
Donate

STEMერი
წესები და პირობები
წინამდებარე ნასყიდობის ხელშეკრულების გაცნობით მყიდველი თანახმაა შეიძინოს მყიდველის ელექტრონულ მაღაზიაში არსებული „ბიზნესის უნარ-ჩევევების“ სასწავლო საგანმანათლებლო პროგრამის მასალები, ამ ხელშეკრულებით დადგენილი პირობებისა და წესების შესაბამისად:
1. ხელშეკრულების მხარეები
ერთი მხრივ, ა(ა)იპ „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველო” (ს/კ: 204997922) (შემდგომში „გამყიდველი”) და მეორე მხრივ თქვენ, რომელიც შემდგომში მოხსენებული იქნებით, როგორც “მყიდველი”, წარმოდგენილი ინტერნეტ მაღაზიის საშუალებით ნასყიდობის საგნის შესყიდვისას ეთანხმებით ამ ხელშეკრულებით დადგენილ წესებს და პირობებს. კერძოდ:
2. ხელშეკრულების საგანი
2.1 “გამყიდველი” ყიდის, ხოლო „მყიდველი” ყიდულობს და დათქმულ ადგილას იღებს „ბიზნესის უნარ-ჩევევების“ სასწავლო საგანმანათლებლო პროგრამების მასალების (შემდგომში “ნასყიდობის საგანი” ან “პროდუქცია”) იმ სახეობას და რაოდენობას, იმ მისამართზე, რაც მყიდველის მიერ წინასწარ იქნა მოთხოვნილი.
2.2. თავის მხრივ მყიდველი კისრულობს ვალდებულებას გადაიხადოს ინტერნეტ მაღაზიის მიერ დაანგარიშებული პროდუქციის საერთო ღირებულება ერთიანად, დადგენილი ოდენობითა და ამ ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში.
3. მოცულობა და მიწოდების პირობები
3.1. მყიდველი თანახმაა, ნასყიდობის საგნის საკუთრებაში მიღებისათვის შეიძინოს იგი გამყიდველის ინტერნეტ მაღაზიაში, ნასყიდობის საგნის სახეობის, რაოდენობისა და მიწოდების ადგილის მითითებით.
3.2. გამყიდველი კისრულობს ვალდებულებას მყიდველის მიერ ელექტრონულად გაკეთებულ შეკვეთაში მითითებული სახეობისა და რაოდენობის პროდუქციის მიწოდება განახორციელოს, შეკვეთის მიღებიდან არაუმეტეს 10 (ათი) სამუშაო დღეში, შეკვეთაში მყიდველის მიერ მითითებულ მისამართზე. გამყიდველი პასუხისმგებელია მიწოდებული საქონლის ხარისხსა და ვარგისიანობაზე.
3.3. გამყიდველის მიერ მყიდველისათვის ნასყიდობის საგნის მიწოდება მოხდება მხოლოდ მყიდველის მიერ პროდუქციის ღირებულების სრულად ჩარიცხვის ან ადგილზე სრულად ანგარიშწორების შემდგომ.
3.4. გამყიდველი უფლებამოსილია ნასყიდობის საგანი გადასცეს მხოლოდ იმ ფიზიკურ ან იურიდიული პირის უფლებამოსილ წარმომადგენელს, რომელმაც უშუალოდ შეიძინა ნასყიდობის საგანი, რაც დასტურდება სისტემაში არსებული მონაცემების/რეკვიზიტების გადამოწმებით.
3.5. ნასყიდობის საგნის ჩასაბარებლად/მისაღებად, გამყიდველთან მესამე პირის წარმოდგენის ან მისამართზე დახვედრის შემთხვევაში, მყიდველმა აღნიშნულის თაობაზე გამყიდველს უნდა აცნობოს წინასწარ მყიდველის მიერ რეგისტრაციისას განსაზღვრული ელ-ფოსტიდან, სადაც მოცემული იქნება ნასყიდობის საგნის მიმღების პირადობის დამდასტურებელი რეკვიზიტები. აღნიშნულმა პირმა, ნასყიდობის საგნის გატანისას ან ჩაბარებისას თან უნდა იქონიოს პირადობის მოწმობაც. წინააღმდეგ შემთხვევაში გამყიდველი უფლებამოსილია არ გადასცეს ასეთ პირს ნასყიდობის საგანი. ნასყიდობის საგნის მიწოდებისას მხარეებს შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი ან/და გამოიწერება სასაქონლო ზედნადები.
3.6. მხარეთა შეთანხმებით ნასყიდობის საგნის ტრანსპორტირების ღირებულება შედის ნასყიდობის ღირებულებაში.
3.7. იმ შემთხვევაში, თუ გამყიდველის მიერ განხორციელდება ნასყიდობის საგნის ტრანსპორტირება მყიდველის მიერ განსაზღვრულ მისამართზე, მაგრამ აღმოჩნდება, რომ მყიდველის მიერ არაზუსტი/არასრულყოფილი მისამართია მიწოდებული ან მყიდველი/მისი წარმომადგენელი არ დახვდებიან ადგილზე გამყიდველს, ვერ ხერხდება ელექტრონულად მითითებულ მობილურ ტელეფონზე დავაკშირება (გამორთულია ან არ პასუხობს), ხელმოერედ მყიდველის მისამართზე ნასყიდობის საგნის ტრანსპორტირებისთვის მყიდველმა თვითონ უნდა გადაიხადოს ტრანსპორტირების ფასი ან მოახდინოს ნასყიდობის საგნის ტრანსპორტირება გამყიდველის საწყობიდან.
4. ფასები და ანგარიშსწორება
4.1. ანგარიშსწორება მოხდება ლარებში ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების გზით “მყიდველის” მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით. ფასები მითითებულია გამყიდველის ინტერნეტ მაღაზიაში, რომელიც მომხმარებლისთვის წინასწარ არის ცნობილი.
4.2. ნასყიდობის საგნის ღირებულების ელექტრონულად გადახდისას, გადახდის წესებისა და მეთოდების გათვალისწინებით, შესაძლოა დამატებითი გადასახადი (საკომისიო) იქნას დამატებული, რომელიც არ ანაზღაურდება (და არც გამოიქვითება) გამყიდველის მიერ.
4.3. გამყიდველი უფლებამოსილია საკუთარი შეხედულებისამებრ შეცვალოს (გაზარდოს/შეამციროს) ინტერნეტ მაღაზიაში განთავსებული ნასყიდობის საგნის ფასები.
5. გამყიდველის ვალდებულებები
5.1. გამყიდველი კისრულობს ვალდებულებას საკუთარი ხარჯით, გონივრულ ვადაში გამოცვალოს უხარისხო ნასყიდობის საგანი.
5.2. იმ შემთხვევაში თუ გამყიდველი მყიდველს მიაწოდებს რაოდენობრივად იმაზე ნაკლებ ნასყიდობის საგანს, ვიდრე ეს მოთხოვნილი იყო მყიდველის მიერ, იგი ვალდებულია მიაწოდოს დარჩენილი რაოდენობა მყიდველს.
5.3. გამყიდველს ეკისრება მიწოდებული პროდუქციის გამოცვლის ვალდებულება, თუ გამყიდველის მიერ წინასწარ განსაზღვრულ მოთხოვნებს არ შეესაბამება ფაქტიურად მიწოდებული პროდუქცია.
5.4. ამ ხელშეკრულების 5.1., 5.2. და 5.3. მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულებები გამყიდველის მიერ უნდა შესრულდეს იმ შემთხვევაში, თუ მყიდველის მხრიდან სრულად არის გადახდილი ნასყიდობის ღირებულება.
6. მხარეთა პასუხისმგებლობა
6.1. ამ ხელშეკრულების მხარეები ვალდებულნი არიან ნაკისრი ვალდებულებები შეასრულონ კეთილსინდისიერად, ხარისხიანად, დათქმულ დროსა და ადგილას;
6.2. მხარეები სრულად აგებენ პასუხს ვალდებულებების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვანი შესრულებით მიყენებული ზიანისათვის;
6.3. გამყიდველს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ მის მიერ ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულების სრულყოფილად შეუსრულებლობა გამოწვეულ იქნა მყიდველის მიერ მიწოდებული/დაფიქსირებული არასრული/არაზუსტი ინფორმაციით მიწოდების ადგილის/მისამართის შესახებ.
6.4. მყიდველი უფლებამოსილია წარადგინოს პრეტენზიები მიღებულ პროდუქციასთან დაკავშირებით, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 2 დღის განმავლობაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ, მყიდველი არ არის უფლებამოსილი მოითხოვოს მიღებული ნასყიდობის საგნის გამოცვლა, ან გადახდილი თანხის დაბრუნება.
6.5. მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების ან/და სასაქონლო ზედნადების დადასტურების შემდგომ მყიდველზე გადადის ყველა სახის რისკი, რაც დაკავშირებულია ნასყიდობის საგნის დაზიანებასთან, დაკარგვასთან, განადგურებასთან და ა.შ.
6.6. „მყიდველი“ ვალდებულია მიმწოდებელს ინფორმაცია მიაწოდოს პროგრამაში ჩართულ პირთა შესახებ (სახელი გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი და საკონტაქტო ინფორმაცია).
7. მყიდველის განცხადებები
7.1. მყიდველისთვის სრულად მისაღები და ცნობილია ინტერნეტ მაღაზიაში წარმოდგენილი ნასყიდობის საგნის (პროდუქციის) ხარისხი და დამზადების ქვეყანა და აღნიშნულთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზია არ გააჩნია.
7.2. მყიდველისთვის ცნობილია ინტერნეტ მაღაზიაში წარმოდგენილი ნასყიდობის საგნის (პროდუქციის) დანიშნულება;
7.3. მყიდველი ადასტურებს, გამყიდველის ვებ გვერდზე რეგისტრაციისას დაფიქსირებული ინფორმაციის სისრულეს და აცხადებს, რომ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე უფლებამოსილია განახორციელოს ნებისმიერი ტიპის, რაოდენობისა და ღირებულების პროდუქციის შეძენა.
7.4. მყიდველი ადასტურებს, რომ მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის გარეშე, არ იქნება შესაძლებელი მის მიერ უკვე ჩაბარებული პროდუქციის გამყიდველისათვის დაბრუნება/გაცვლა, გარდა ამ ხელშეკრულებით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა.
7.5. მყიდვდელი აცნობიერებს, რომ გამყიდველი არ არის პასუხისმგებელი და არ ეკისრება ვალდებულება, მყიდველის მიერ ინტერნეტ მაღაზიაში საქონლის შეძენისას მისი კუთვნილი ბარათის მონაცემების გატეხვის/მოპარვის შემთხვევებზე.
8. ხელშეკრულების მოქმედების ვადა
8.1. წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეების მიერ მისი ელექტრონულად თანხმობის მიღების მომენტიდან.
8.2. ხელშეკრულება შედგენილია 5 (ხუთი) გვერდზე და ელექტრონულად დათანხმებულია მხარეების მიერ.
9. ფორს მაჟორი
9.1. გადაულახავი დაბრკოლებების გაჩენას, რომლებზეც არც ერთ მხარეს არ შეუძლია იქონიოს ზეგავლენა, მხარეები განიხილავენ, როგორც ფორს მაჟორულ გარემოებებს.
9.2. მხარე, რომელიც იმიზეზებს ფორს მაჟორულ გარემოებას, ვალდებულია წარუდგინოს მეორე მხარეს აღნიშნული მოვლენის დაწყების დასაბუთება და გააგრძელოს მის მიერ ნაკისრი სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულება აღნიშნულ მოვლენათა დასრულების მომენტიდან.
10. დავა დასკვნითი დებულებები
10.1. მხარეთა შორის წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ უთანხმოებათა წარმოქმნის შემთხვევაში, მხარეები შეეცდებიან შეთანხმების მიღწევას მოლაპარაკების გზით.
10.2. ამ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა წარმოებს დამატებითი ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც ფორმდება წერილობით.
10.3. თუ უთანხმოების წარმოქმნის მომენტიდან 10 დღის განმავლობაში მხარეები ვერ მიაღწევენ შეთანხმებას, სადავო საკითხის განხილვა შესაძლოა სასამართლო წესით.
ა(ა)იპ „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველო“-ს მიერ წარმოდგენილ ნასყიდობის ხელშეკრულების პირობებზე თანხმობის ელექტრონულად შესაბამისი აღნიშვნის განხორციელებით თქვენ ადასტურებთ, რომ ეთანხმებით ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირობებს და წესებს. აქვე აცხადებთ, რომ სრულად ხართ პასუხისმგებელი თქვენ მიერ დაფიქსირებული/წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორეზე და სიზუსტეზე და რომ თქვენი თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე ახორციელებთ გამყიდველის კუთვნილ ინტერნეტ მაღაზიის გამოყენებით პროდუქციის შეძენას და გაგაჩნიათ ამისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებაუნარიანობა.
ადასტურებთ, რომ შეძენას ახორციელებთ თქვენი კუთვნილი ბარათის ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მესამე პირის (ფიზიკური ან/და იურიდიული პირის) ბარათის გამოყენებით. მესამე პირის ბარათის გამოყენების შედეგად წარმოშობილი ნებისმიერი სახის დავაზე გამყიდველი არ არის პასუხისმგებელი.
ასევე აცხადებთ თანხმობას, ჩვენ მიერ ჩვენი შეხედულებისამებრ, ნებისმიერ დროს განხორციელდეს თქვენ მიერ სარეგისტრაციო ველებში მითითებული ინფორმაციის გაცნობა/გადამოწმება/შედარება ნებისმიერ მესამე პირებთან. ასევე გვაძლევთ უფლებას მომხმარებლის რეგისტრაციისას მითითებულ მობილურ ნომერზე განვახორციელოთ სარეკლამო ხასიათის მოკლე ტექსტური შეტყობინებების გამოგზავნა.