+995 558 11 60 64

jag@jag.ge

სამეწარმეო განათლების მხრადაჭერა ევროპასა და ევრაზიაში

„სამეწარმეო განათლების მხარდაჭერა ევროპასა და ევრაზიაში“ 2017 წლიდან, ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, რომლის მიზანია ახალგაზრდებს ჩამოუყალიბოს საჭირო უნარები და განუვითაროს კომპეტენციები გლობალურ ეკონომიკაში წარმატების მისაღწევად. პროექტს ადმინისტრირებას უწევს  JA Worldwide და ხორციელდება Junior Achievement-ის ადგილობრივი, ეროვნული ორგანიზაციების მიერ ოთხ სამიზნე ქვეყანაში (საქართველო, მაკედონია, მოლდოვა და სერბეთი) და JA Europe-ის ზედამხედველობით.

პროექტი მოიცავს პრაქტიკულ სამეწარმეო განათლების მიწოდებას სკოლებში, 15-დან 25 წლამდე ახალგაზრდებისთვის, მასწავლებელთა გადამზადებას მეწარმეობასა და მასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებში და გამოცდილების გაზიარებას სხვადასხვა აქტივობებით, რომელიც აერთიანებს დაინტერესებულ მხარეებს, რათა დაინერგოს სამეწარმეო განათლება აღნიშნულ ქვეყნებში. პროექტის უნიკალურობის მთავარ ასპექტს წარმოადგენს საერთაშორისო სწავლება ჯუნიორ ეჩივმენტის ეროვნული ორგანიზაციების მენტორობით (ალბანეთი, ბულგარეთი, რუმინეთი და სერბეთი), ასევე რეგულარულ ღონისძიებებს დაინტერესებული მხარეებისა და ქვეყნების მონაწილეობით.

 

პროექტის მიზნები
  • სამეწარმეო განათლების ამაღლება საჯარო და კერძო სკოლებში, პროფესიულ სასწავლებლებში და ტრენინგ ცენტრებში, მოსწავლეთა კომპანიაზე მეტი აქცენტირებით;
  • პროგრამის გავლენის შეფასება ახალგაზრდებზე, განსაკუთრებით გოგონებზე, კომპეტენციების პრე და პოსტ ტესტირების მეშვეობით და კურსდამთავრებულებზე თვალყურის დევნებით;
  • შესაძლებლობის მიცემა ახალგაზრდებისათვის მიიღონ საერთაშორისო "სამეწარმეო უბარ-ჩევევბის სერტიფიცირების (ESP)" სერტიფიკატი;
  • ჯუნიორ ეჩივმენტის მდგრადობა და განვითარება, პროექტში მონაწილე ოთხ ქვეყანაში საქმიანობის გასაფართოებლად.
  • პარტნიორული ურთიერთობების განვითარება საჯარო და კერძო სექტორის მხარდამჭერით;
  • არსებული ცოდნისა და გამოცდილების გაძლიერება და გაფართოება.

 

პროექტის შედეგები
  • ჯუნიორ ეჩივმენტის მოსწავლეთა კომპანიის (მეწარმეობის საფუძვლების) პროგრამის სწავლება;
  • რეგიონში მასწავლებელთა ტრენინგები, რაც ასევე მოიცავს კოლეგებში გამოცდილების გაზიარება;
  • ინოვაციების ბანაკი "მეწარმეობის საფუძვლების" პროგრამის მოსწავლეებისთვის, რომლის თემატიკა  დაკავშირებული იქნება ეკონომიკურად მზარდ ინდუტრიებთან;
  • სტუდენტის მონაწილეობა Entrepreneurship Skill Pass-ის პროგრამაში;
  • ალუმნი წევრების აღრიცხვა;
  • რეგიონალური ღონისძიება, რომელიც მოიცავს 3 მაღალი დონის მრგვალ მაგიდას (ბიზნესი/მთავრობა/განათლების სფეროში მოღვაწე დაინტერესებული მხარეები);
  • საგანათლებლო ორგანიზაციათა სამიტი;
  • ევროპის წლის მოსწავლეთა კომპანიების ღონისძიება;
  • ორმხრივი პარტნიორობა მეწარმეობის სწავლებისათვის.

 

ინოვაციების ბანაკი 2017

ინოვაციათა ბანაკი ეს არის იდეების ინტენსიური გენერირების 12 საათიანი ღონისძიება, სადაც მოსწავლეები თავს იყრიან კონკრეტული ბიზნეს გამოწვევის გარშემო, რომლის შესახებაც უნდა წარმოადგინონ იდეები და ეფექტური მეთოდებით გადაჭრან პრობლემა. ასევე სტუდენტები ისწავლ

სამეწარმეო უნარ-ჩვევების სერტიფიცირება

სამეწარმეო უნარ-ჩვევების სერტიფიცირება (ESP) არის საერთაშორისო კვალიფიკაცია 15-25 წლამდე სტუდენტებისთვის, რომლებსაც აქვთ რეალური სამეწარმეო გამოცდილება, შეიძინეს საჭირო ცოდნა, უნარები და კომპეტენციები, რათა დაიწყონ ბიზნესი ან წარმატებით დასაქმდნენ. ESP მოითხო

არქივი