+995 558 11 60 64

jag@jag.ge

მეწარმეობის საფუძვლები

ინოვაციური პროგრამა 

მეწარმეობის საფუძვლები

 

 

 პროგრამის სწავლების მეთოდი:

  • ეს არის მეწარმეობის სწავლების პრაქტიკული მეთოდი - „სწავლება კეთებით“, რომელიც მოსწავლისთვის მარტივად გასაგებს ხდის ბევრ რთულ  სოციალურ-ეკონომიკურ ცნებას თუ  მოვლენას;
  • ეს მეთოდი მოსწავლეს საშუალებას აძლევს, პრაქტიკულად დაინახოს, თუ როგორ მივიდეს ბიზნეს იდეიდან რეალური ბიზნესის ფორმირებამდე.

 

პროგრამის მოკლე აღწერა:

  • მოსწავლეები სიმულაციური საწარმოს ე.წ. „მოსწავლეთა კომპანიის“ ჩამოყალიბების და მართვის მაგალითზე ეცნობიან სამეწარმეო საქმიანობის ძირითად საკითხებს. მოსწავლეები ირჩევენ კომპანიის მმართველ დირექტორთა საბჭოს თანატოლებიდან, პროგრამის წესების შესაბამისად, ახდენენ კაპიტალის მოზიდვას, ბაზარზე გააქვთ მათ მიერ არჩეული და ნაწარმოები საქონელი ან მომსახურება და ყიდიან მას. პროგრამის ბოლოს ისინი ახდენენ ანგარიშგების მომზადებას და წარდგენას თავიანთი აქციონერების წინაშე. საგანმანათლებლო მიზნებისთვის გამოიყენება „ბაზრის“, „საწარმოს“, „გადასახადების სისტემის“ გამარტივებული მოდელები.

 

პროგრამის მიზნები:

  • ბიზნესისა და ეკონომიკის საბაზისო საფუძვლების შესწავლა მოქმედებაში (პრაქტიკაში);
  • მოსწავლეებისთვის მეწარმეობის პრაქტიკული უნარ–ჩვევების გამომუშავება;
  • განათლების მიღების მოტივაცია და საერთო პროფესიული უნარების  განვი­თარ­ების სტიმულირება;
  • მომავალი სპეციალობის არჩევისთვის მზადება თანდაყოლილი უნარების და მისწრაფებების და შრომით ბაზარზე არსებული სიტუაციის გათვალისწინებით;
  • პირობების შექმნა პიროვნული, საქმიანი და ლიდერული თვისებების განვი­თარებ­ისთვის;
  • ბიზნესისა და საზოგადოების წარმომადგენლების ჩართვა საგანმანათლებლო პროცესში.

 

კომპეტენციები, რომლებსაც აყალიბებს პროგრამა:

  • სოციალურ-ფსიქოლოგიური მომზადება პროფესიული საქმიანობისთვის;
  • გუნდში მუშაობისა და  ლიდერობის უნარები;
  • კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები;
  • მოლაპარაკების წარმართვისა და გადაწყვეტილების მიღების უნარები;
  • თავდაჯერებულობა და „შემიძლია კეთება’’ მიდგომა;
  • შემოქმედებითი აზროვნება და პრობლემის გადაჭრის უნარი;
  • მიზნის დასახვისა და მისი მიღწევის უნარები;
  • ინფორმაციის თავმოყრის, შეფასებისა და რისკის მართვის უნარები.

 

პროგრამის ძირითადი საკითხები:

  • ბიზნეს იდეის განვითარება;
  • საწარმოს დაფუძნება და მოვალეობების გადანაწილება კომპანიაში;
  • სამომხმარებელო ბაზრის კვლევა, კონკურენტუნარიანი პროდუქტის ან მომსახურების განსაზღვრა;
  • ფინანსების მოძიება;
  • შესყიდვების, წარმოების, მარკეტინგისა და გაყიდვების დაგეგმვა;
  • წარმოების ფინანსების მართვა;
  • საქმიანი დოკუმენტაციის წარმოება.

 

პროგრამის სამიზნე ასაკი:

  • 15-20 წელი (მე-10, მე-11,  მე-12 კლასები).

 

მოსწავლეთა რაოდენობა:

  • პროგრამა შესაძლებელია, განხორციელდეს მცირე გუნდებში, რომელთა შემადგენლობა 2-დან 35 მოსწავლემდეა. ჩვეულებრივ, თუ პროგრამაში ჩართულია 15 მოსწავლეზე მეტი, უმჯობესია, ჩამოყალიბდეს რამდენიმე კომპანია.

 

პროგრამის ხანგრძლივობა:

  • 1 სასწავლო წელი.

 

პროგრამის განხორციელება:

  • პროგრამის განხორციელებას მართავს „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველო“ იმ სკოლებში, რომლებიც  დამატებით საგნად აირჩევენ „მეწარმეობის საფუძვლებს“;
  • „კომპანიებმა“ რეგისტრაცია უნდა გაიარონ „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს“ ოფისში, რომ მიენიჭოთ ორგანიზაციის კოდი და რეგისტრაციის სერტიფიკატი;
  • პროგრამას სკოლაში ასწავლის „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს“ მიერ მომზადებული მასწავლებელი ან მოხალისე, რომლებიც უზრუნველყოფილნი იქნებიან უფასო ელექტრონული სახელმძღვანელოთი და მეთოდური მასალებით;
  • შესაძლებელია, კომპანიის პროგრამის განხორციელებაში ჩართოს მოწვეული ბიზნეს-კონსულტანტი, რომლის ვიზიტებსაც გეგმავს მასწავლებელი.

 

პროგრამის დამატებითი შესაძლებლობები:

  • მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებენ გამოფენა-გაყიდვებში და შეჯიბრებებში. საქართველოს მასშტაბით შეირჩევა 10 საუკეთესო კომპანია, რომელთა შორის გაიმართება კონკურსი „წლის კომპანიის“ გამოსავლენად. გამარჯვებული გუნდების  წევრებს გადაეცემათ პრიზები და სერტიფიკატი, რომელიც ცნობადია 123 ქვეყანაში;
  • საქართველოს „წლის კომპანიის“ გამარჯვებული გუნდი ქვეყნის სახელით წარდგება „ევროპის მოსწავლეთა კომპანიის“ კონკურსზე, რომელიც გაიმართება ივლისის თვეში შვეიცარიაში;
  • მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ  საერთაშორისო კვალიფიკაციის მქონე სასერტიფიკატო პროგრამაში Entrepreneurial Skills Pass (ESP), რომლის შესახებ ინფორ­მაცია იხილეთ ვებგვერდზე: http://www.entrepreneurialskillspass.eu.