+995 558 11 60 64; +995 558 56 55 99

jag@jag.ge

ბიზნესის უნარ-ჩვევები დაწყებით განათლებაში

ბიზნესის უნარ-ჩვევების დაწყებითი განათლების პროგრამების ქართული ვერსია მომზადდა "ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველო"-ს მიერ, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის (G-PriEd) ფარგლებში, რომლის მიზანია კითხვის, მათემატიკისა და ბიზნესის უნარ-ჩვევების გაუმჯობესება დაწყებით კლასებში საქართველოში. ბიზნესის უნარ-ჩვევების პროგრამა ინტეგრირებულია STEM-ის (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა) უნარების სწავლებასთან.

2015-2016 სასწავლო წელს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და G-PriEd-თან თანამშრომლობით, "ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველო"-მ, მთელი საქართველოს მასშტაბით, 39 საპილოტე სკოლაში დაწყებითი კლასების მოსწავლეებს მეწარმეობის, დასაქმებისთვის მზაობის და ფინანსური წიგნიერების საფუძვლები შეასწავლა. V-VI კლასების დონეზე, პროექტში ჩართულნი იყვნენ ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნესის წარმომადგენლები. ბიზნესის უნარ-ჩვევების პროგრამის ფარგლებში მოსწავლეებმა უნიკალური საგანმანათლებლო გამოცდილება მიიღეს და უკეთ შეიმეცნეს ბიზნესის სამყარო, რომელშიც მათ ელით ჩართვა სკოლის დასრულების შემდეგ.

პროგრამა ახალგაზრდებში ავითარებს ისეთ მნიშვნელოვან უნარ-ჩვევებს, როგორიცაა სამუშაოსთვის მზაობა, მეწარმეობა და ფინანსური წიგნიერება.

დაწყებით კლასებში ბიზნესის უნარ-ჩვევებს კლასის დამრიგებელი ან ბიზნესის მოხალისე წარმომადგენლები ასწავლიან. ისინი ქმნიან საკლასო ოთახებში ბიზნეს გარემოს და ატარებენ ინტერაქტიულ გაკვეთილებს, რაც მოსწავლეთა შორის მოტივაციას მნიშვნელოვნად ამაღლებს. გაკვეთილებზე სახალისო თამაშები და აქტივობები ხორციელდება. მასწავლებლები და მოხალისეები მოსწავლეებს აცნობენ ეკონიმიკისა და ფინანსების საბაზისო ცნებებს და ეხმარებიან მათ პრობლემების შემოქმედებითად გადაწყვეტის უნარების განვითარებაში.

2017 წლის იანვრიდან "ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველო" შესაძლებლობას აძლევს ყველა სკოლას, მათ შორის კერძო სკოლებსაც, ჩაერთონ ბიზნესის უნარ-ჩვევების პროგრამაში, რათა აღნიშნული უნარ ჩვევები და სასწავლო მეთოდოლოგია უფრო მეტი მოსწავლისთვის გახდეს ხელმისაწვდომი.

   

 

 

 

ბიზნესის უნარ-ჩვევების პროგრამები

   JA ჩვენ თვითონ - I კლასი  პროგრამა ასწავლის ადამიანების სხვადასხვა ეკონომიკურ როლს და გააცნობს გამომუშავების, დანაზოგის, გაზიარების და ეთიკური შრომის  პრინციპებს.                JA ჩვენი ოჯ

არქივი