+995 558 11 60 64

jag@jag.ge

სიცოცხლისუნარიანი და მდგრადი სამეწარმეო განათლება საქართველოში

დონორი: ესტონეთის განვითარების კოოპერაცია

პარტნიორი: ჯუნიორ ეჩივმენტი ესტონეთი

პროექტის ხანგრძლივობა: 01.08.2019-31.07.2022

 

JA Estonia & JA Georgia ესტონეთის განვითარების კოოპერციის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს, „სიცოცხლისუნარიანი და მდგრადი სამეწარმეო განათლება საქართველოში“.

პროექტის მიზანია: „სამეწარმეო განათლების პოპულარიზაცია საქართველოში, მეწარმეობის სწავლების ევროპული მეთოდოლოგიის გაზიარება და საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის ხელშეწყობა“.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი აქტივობები:

  • კვლევა, რის შედეგადაც გამოვლინდება "მეწარმეობის საფუძვლების" სწავლების გავლენა ახალგაზრდებზე (ჩატარდება 2 ნაწილად, პრე და პოსტ ტესტი);
  • "მეწარმეობის საფუძვლების" სწავლებაში ჩართული პედაგოგების და ტრენერების გადამზადება ესტონეთში (შერჩევა მოხდება კონკურსის საფუძველზე);
  • მეწარმეობის სწავლების ფარგლებში შექმნილი მინი-კომპანიის წევრების და მათი პედაგოგის გამგზავრება ესტონეთში (შერჩევა მოხდება კონკურსის საფუძველზე);
  • ესტონეთის მოსწავლეთა კომპანიების გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობის მიღება;
  • საქართველოს წლის საუკეთესო მოსწავლეთა კომპანიის გამგზავრება ევროპის ჩემპიონატზე (შერჩევა მოხდება კონკურსის საფუძველზე);
  • ესტონელი ექსპერტების ვიზიტი საქართველოში და ტრენინგების ჩატარება პედაგოგთათვის.