+995 558 11 60 64

jag@jag.ge

კოოპერატივის საფუძვლების გაცნობა და პოპულარიზაცია სკოლებში

პარტნიორი ორგანიზაცია: ევოლუქსერი

დონორი ორგანიზაცია: ევროკავშირი

განხორციელების პერიოდი: 02.2017 – 07.2017

 

პროექტი მიმდინარეობდა 2017 წლის თებერვლიდან  ივლისამდე, რომლის მთავარი მიზანი იყო სასწავლო პროგრამის და მეთოდოლოგიის შექმნა და პილოტირება „აგრო კოოპერირებასა და მეწარმეობაში“. სამიზნე აუდიტორია 13-18 წლის ახალგაზრდები.

შექმნილი სასწავლო პროგრამის მიზნებია - კოოპერირების შესაძლებლობები და კოოპერირების გზით განხორციელებული მეწარმეობის თავისებურებები, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის დაფუძნების, მართვის მიმართულებები და ორგანიზაციის ფუნქციონირების ძირითადი საკითხები.

„ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველომ“ მოამზადა მასალები, რომელიც სკოლის მოსწავლეეებს და ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას შეისწავლონ, როგორც აგრარული სფეროს ფუნდამენტები, ასევე გაეცნონ მეწარმეობას. პროექტის ძირითადი მიზანია, ახალგაზრდებს ჩამოუყალიბდეს და გაუძლიერდეთ  პრობლემის ზუსტად გადაჭრის უნარები კონკრეტულ სფეროში.

„ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო“-ს  ექსპერტებმა ეკა გეგეშიძემ და გიორგი ჭილაძემ, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა ტრენინგებზე: აგრარული კოოპერატივის ფუნდამენტები,   ორგანიზაციული განვითარების შეფასების ინსტრუმენტი და ბიზნეს დაგეგმარება, მოამზადეს 12 საათიანი  ტრენინგების სატრენინგო პროგრამა (TOT), ტრენერების გზამკვლევთან და დამატებით მასალებთან ერთად.

11-დან 13 მაისის ჩათვლით თბილისში ტრენინგი ჩაუტარდათ მასწავლებლებს/ტრენერებს. ტრენერების გადამზადებაში მონაწილეობა მიიღო 18-მა მასწავლებელმა. მათი შერჩევა მოხდა „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველო“-ს  ბაზაში მყოფი ყველაზე აქტიურ და წარმატებულ  პედაგოგეთა შორის, რომლებიც ასევე იღებდნენ მონაწილეობას პროგრამა მოსწავლეთა კომპანიაში. მასწავლებლები იყვნენ საქართველოს ხუთი სხვადასხვა რეგიონიდან: კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი და სამეგრელო-ზემო სვანეთი. ტრენინგი მიმდინარეობდა 3 დღე (სულ 24 საათიანი ხანგრძლივობით), რომლის განმავლობაში მასწავლებლებმა შეისწავლეს მომზადებული მასალა, მსმენელებისთვის ტრენინგის ჩატარების მეთოდოლოგია, მასალასთან მუშაობის ხერხები.

ტრენინგის 18 მსმენელიდან 15-მა  მასწავლებელმა საკუთარ სკოლაში დაარსა კლუბი, სადაც პროგრამა გაიარა სამეწარმეო საკითხებით დაინტერესებულმა სხვადასხვა ასაკის 181-მა მოსწავლემ.

პროგრამის წარმატებით განხორციელების შემდეგ, მასწავლებლების შეფასებებისა და სასწავლო პროცესის მონიტორინგის საფუძველზე შესწორებულიპროგრამის მასალები „აგრო-კოოპერაცია და მეწარმეობა“ შეთავაზებულ იქნა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის პროგრამის თავისუფალი გაკვეთილის სახით სკოლებში დასანერგად.