+995 558 11 60 64

jag@jag.ge

ჩვენი საზოგადოება (8-დან 10 წლამდე)

III - კლასი

პროგრამა ხელს უწყობს დასაქმებისთვის მზაობის აკადემიური სტანდარტების მიღწევას.მოსწავლეებს განუვითარდებათ პროფესიის შეგრძნება და გააცნობიერებენ, რომ საზოგადოებისთვის ნებისმიერი სამუშაო სასარგებლოა.  პროგრამა მოიცავს ისეთ თემებს, როგორებიცაა: პროფესიები, პროდუქციის წარმოება, ინოვაცია, შემოსავლები, გადასახადები, მთავრობა, ფული, ბიზნესი და გადაწყვეტილებების მიღების პროცესი. 

 

პროგრამის მიზნები:

პროგრამაში მონაწილეობის შედეგად მოსწავლეები შეძლებენ:

  •  დაახასიათონ საზოგადოება;
  • გაარჩიონ საზოგადოებაში არსებული პროფესიები და გააცნობიერონ თითოეული სამუშაოსთვის საჭირო სხვადასხვა უნარი;
  • გააცნობიერონ, როგორ ეხმარება საზოგადოებას კერძო და სახელმწიფო სამსახური;
  • ახსნან, თუ როგორ უწყობს ხელს საგადასახადო სისტემა სახელმწიფო მომსახურების მიწოდებას;
  • გაიაზრონ ხმის მიცემის პროცესი;
  • აღწერონ ფულის მიმოქცევა საზოგადოების ეკონომიკაში.

 

პროგრამა შედგება 5 გაკვეთილისგან და თითოეული მათგანი მოიცავს:

  • მიმოხილვას— მასწავლებლის მიერ ჩასატარებელი აქტივობების მოკლე აღწერილობა.
  • მიზნებს— სწავლების შედეგებს: რა ცოდნასა და უნარებს შეიძენს მოსწავლე გაკვეთილიდან.
  • მომზადებას — რჩევებს გაკვეთილის მოსამზადებლად.
  • ცნებებსა და უნარებს — ცნებებისა და უნარების ჩამონათვალი ყოველი გაკვეთილისთვის.
  • დასკვნასა და შეჯამებას — გაკვეთილის დასრულებამდე კიდევ ერთხელ გადაიხედება გაკვეთილის მიზნები.
  • სასაუბრო თემებს — საკითხებს, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში განხილული მასალის გააზრებას;
  • საგანთაშორის აქტივობებს — მასწავლებლის მიერ სხვა საგნების გაკვეთილებზე შესასრულებელი აქტივობები, რომლებიც აფართოებს მოსწავლის ცოდნას. გაკვეთილის მონახაზს — გაკვეთილის თანმიმდევრული სცენარს, რათა მასწავლებელმა ადვილად შეძლოს მიზნების მიღწევა.

 

თითოეული გაკვეთილისთვის განსაზღვრულია საჭირო მასალების ჩამონათვალი:

  • მასწავლებლის გზამკვლევი;
  • მოსწავლის რვეული;
  • საკვანძო ტერმინთა საჩვენებელი ბარათები;
  • ბარათების დასტა „პროფესიები’’;
  • ინდივიდუალური გაკვეთილის აქტივობების შესაბამისი დამატებითი მასალები („ჰენდაუთები’’).

 

საკონტაქტო ინფრმაცია: 0322 38 36 70; E-mail: academy@jag.ge