+995 558 11 60 64

jag@jag.ge

ჩვენი ოჯახი (7-დან 10 წლამდე)

II - კლასი

პროგრამა უზრუნველყოფს მოსწავლეებში სოციალური მეცნიერებების საბაზისო საფეხურის სტანდარტებით გათვალისწინებული უნარების ჩამოყალიბებას.  მასში განხილულია შემდეგი კონცეფციები:

–       ოჯახის წევრთა შრომითი წვლილი ოჯახის კეთილდღეობაში;

–       ოჯახის საჭიროებები და სურვილები;

–       ოჯახის მიერ საქონლისა და მომსახურების ყიდვის დაგეგმვა. 

 

პროგრამის მიზნები:

პროგრამის დასრულების შემდეგ მოსწავლეები შეძლებენ:

  • აღწერონ ოჯახებს შორის მსგავსებები და განსხვავებები;
  • მოახდინონ საჭიროებების და სურვილების კლასიფიკაცია;
  • აღწერონ სამუშაოები, რომლებსაც ადამიანები ასრულებენ;
  • გააანალიზონ საკუთარი უნარები, რათა განსაზღვრონ ოჯახში პირადი წვლილის შეტანის გზები;
  • დაადგინონ საქონელი და მომსახურება, რომელსაც ადგილობრივი ბიზნესები აწარმოებენ;
  • ახსნან მეწარმეობის ერთ-ერთი მახასიათებელი, კერძოდ, საჭიროებების ან/და სურვილების დაკმაყოფილება.

 

პროგრამა შედგება 5 გაკვეთილისგან და თითოეული მათგანი მოიცავს:

  • მიმოხილვას— მასწავლებლის მიერ ჩასატარებელი აქტივობების მოკლე აღწერილობა.
  • მიზნებს— სწავლების შედეგებს: რა ცოდნასა და უნარებს შეიძენს მოსწავლე გაკვეთილიდან.
  • მომზადებას — რჩევებს გაკვეთილის მოსამზადებლად.
  • ცნებებსა და უნარებს — ცნებებისა და უნარების ჩამონათვალი ყოველი გაკვეთილისთვის.
  • დასკვნასა და შეჯამებას — გაკვეთილის დასრულებამდე კიდევ ერთხელ გადაიხედება გაკვეთილის მიზნები.
  • სასაუბრო თემებს — საკითხებს, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში განხილული მასალის გააზრებას;
  • საგანთაშორის აქტივობებს — მასწავლებლის მიერ სხვა საგნების გაკვეთილებზე შესასრულებელი აქტივობები, რომლებიც აფართოებს მოსწავლის ცოდნას. გაკვეთილის მონახაზს — გაკვეთილის თანმიმდევრული სცენარს, რათა მასწავლებელმა ადვილად შეძლოს მიზნების მიღწევა.

 

თითოეული გაკვეთილისთვის განსაზღვრულია საჭირო მასალების ჩამონათვალი:

  • მასწავლებლის გზამკვლევი;
  • მოსწავლის რვეული;
  • საკვანძო ტერმინთა საჩვენებელი ბარათები;
  • ინდივიდუალური გაკვეთილის აქტივობების შესაბამისი დამატებითი მასალები („ჰენდაუთები’’).

 

საკონტაქტო ინფრმაცია: 0322 38 36 70; E-mail: academy@jag.ge