+995 558 11 60 64

jag@jag.ge

ჩვენ თვითონ (5-დან 8 წლამდე)

I კლასი

პროგრამა მოსწავლეებისთვის თვალსაჩინოს ხდის მათი მომავალი სამუშაო ადგილის შესაბამისობას მათ განათლებასთან. ის აგებულია საფეხურის შესაბამის როლურ ცნებებზე, რომელთაგან უპირველესია: ინდივიდი, მუშაკი და მომხმარებელი:

  • ინდივიდი ივითარებს პიროვნულ მახასიათებლებს: საღი „მე-კონცეფციის“ შექმნა, პასუხისმგებლობის აღება, სხვებთან თანამშრომლობა, გადაწყვეტილების მიღება და პირადი მიზნების დასახვა.
  • მუშაკი სწავლობს შრომის ფასეულობასა და მნიშვნელობას, სამუშაოთა სახეობებსა და დამსაქმებლის მოლოდინებს.
  • მომხმარებელი იღებს გადაწყვეტილებას შეზღუდული რესურსების განაწილების შესახებ.

 

პროგრამის მიზნები:

  • შეავსოს დაწყებითი საფეხურის საზოგადოებრივი მეცნიერებების სასწავლო გეგმა ბიზნესსა და ეკონომიკასთან დაკავშირებული უნარებითა და კონცეფციებით;
  • გაზარდოს მოსწავლეთა ცოდნა „პირადი ეკონომიკის“ სფეროში;
  • დაეხმაროს მოსწავლეებს იმის გაცნობიერებაში, რომ ინდივიდები აკეთებენ არჩევანს;
  • გააცნოს მოსწავლეებს ფული ისე, რომ ხაზი გაესვას მისი გამომუშავებისა და დაზოგვის ასპექტებს;
  • გაააზრებინოს მოსწავლეებს განათლების მნიშვნელობა მათი მომავლისათვის.

 

პროგრამა შედგება 5 გაკვეთილისგან და თითოეული მათგანი მოიცავს:

  • მიმოხილვას— მასწავლებლის მიერ ჩასატარებელი აქტივობების მოკლე აღწერილობა.
  • მიზნებს— სწავლების შედეგებს: რა ცოდნასა და უნარებს შეიძენს მოსწავლე გაკვეთილიდან.
  • მომზადებას — რჩევებს გაკვეთილის მოსამზადებლად.
  • ცნებებსა და უნარებს — ცნებებისა და უნარების ჩამონათვალი ყოველი გაკვეთილისთვის.
  • დასკვნასა და შეჯამებას — გაკვეთილის დასრულებამდე კიდევ ერთხელ გადაიხედება გაკვეთილის მიზნები.
  • პირადი მიზნების დასახვას — მოსწავლეების წახალისება, რათა ყოველი აქტივობა დააკავშირონ სასწავლო მიზნებთან და კარიერულ შესაძლებლობებთან.
  • საგანთაშორის აქტივობებს — მასწავლებლის მიერ სხვა საგნების გაკვეთილებზე შესასრულებელი აქტივობები, რომლებიც აფართოებს მოსწავლის ცოდნას. გაკვეთილის მონახაზს — გაკვეთილის თანმიმდევრული სცენარს, რათა მასწავლებელმა ადვილად შეძლოს მიზნების მიღწევა.

 

თითოეული გაკვეთილისთვის განსაზღვრულია საჭირო მასალების ჩამონათვალი:

  • მასწავლებლის გზამკვლევი;
  • მოსწავლის რვეული;
  • სასწავლო სახელმძღვანელო „ჩვენ თვითონ’’;
  • ინდივიდუალური გაკვეთილის აქტივობების შესაბამისი დამატებითი მასალები („ჰენდაუთები’’).

 

საკონტაქტო ინფრმაცია: 0322 38 36 70; E-mail: academy@jag.ge