+995 558 11 60 64

jag@jag.ge

იყავი მეწარმე

ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველო (JAG), კრისტალის ფონდთან, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალთან პარტნიორობით და USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებენ პროექტს: “ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლების გენერირების მხარდაჭერის პროგრამას საქართველოში“ (YES-Georgia).

პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს ახალგაზრდების თვითდასაქმებისა და დასაქმების შესაძლებლობების გაზრდას ახალგაზრდული საწარმოების მეშვეობით, რელევანტური უნარების ინოვაციური მიწოდებით და ახალი დისკურსების გზით.

პროექტი YES-საქართველო, JA საქართველოს კომპონენტის მეშვეობით, მიზნად ისახავს სამომხმარებლო, ეკონომიკური, სოციალური, კრიტიკული აზროვნების, გადაწყვეტილების მიღების, პრობლემის მოგვარების, ლიდერობისა და დაგეგმვის უნარ-ჩვევების განვითარებას სკოლის მოსწავლეებს შორის, რომელიც საფუძველს უქმნის სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარებას და მოამზადებს ახალგაზრდებს ეკონომიკის სფეროში წარმატების მისაღწევად. ამგვარად, YES-საქართველო, JA საქართველოსთან თანამშრომლობით, გააფართოვებს მიზნობრივი ბენეფიციარების ჯგუფს X, XI და XII კლასის მოსწავლეებს შორის.

 

ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში პროექტი YES - საქართველო:

  • ქართულად მოამზადებს პროგრამას „იყავი მეწარმე“, დამატებით მასალებთან ერთად;
  • მოამზადებს 30 სკოლის პედაგოგს, რომლებიც განაწილდებიან 3 ჯგუფად, (თითოეულ ჯგუფში მინიმუმ 10 პედაგოგი), რომლებსაც ჩაუტარდებათ 15 საათიანი პედაგოგთა ტრენინგი;
  • JA საქართველო სპეციალურ კურსს „იყავი მეწარმე“ ჩაუტარებს 600 ახალგაზრდას (სკოლის მე-10, მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეები, 30 სკოლიდან) მთელი საქართველოს მასშტაბით;
  • ჩაატარებს ორ კონკურსს, გამოავლენს საუკეთესო ბიზნეს გეგმას და უზრუნველყოფს გამარჯვებულების სწავლას „ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა“-ში, რომელიც შეიქმნა პროექტის YES საქართველოს ფარგლებში;
  • ტრენერებისათვის უზრუნველყოფს საქმიანობის მონიტორინგს, შეფასებას, აგრეთვე ონლაინ კონსულტაციებს.

 

ჯუნიორ ეჩივმენტის პროგრამის „იყავი მეწარმე!-ს“ მიზანი

ჯუნიორ ეჩივმენტის პროგრამის „იყავი მეწარმე!-ს“ მიზანია ხელი შეუწყოს მოსწავლეების მიერ მაღალ კლასებში სამეწარმეო ინიციატივებს ბიზნესგეგმის ძირითადი კომპონენტების შესწავლის მეშვეობით.

 

პროგრამაში მონაწილე სტუდენტები შეძლებენ:

  • წარმატებული მეწარმის თვისებებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების შემეცნებას;
  • სამეწარმეო იდეის შეფასებას პროდუქტის, მომხმარებლის და კონკურენტული უპირატესობის კრიტერიუმების მეშვეობით;
  • ბიზნეს-დაგეგმვის უნარების დემონსტრირებას სამეწარმეო წამოწყებებში, მარკეტინგული, მენეჯერული, საფინანსო და ეთიკური გადაწყვეტილებების მიღებას. 

 

მოდულები:

მოდული პირველი: შესავალი მეწარმეობაში

სტუდენტები გაეცნობიან წარმატებული ბიზნესის დაწყების ელემენტებს, მითებს და ფაქტებს მეწარმეობის შესახებ, მონაწილეობას მიიღებენ პროდუქტის შექმნის კონკურსში.

მოდული მეორე: რა არის ჩემი ბიზნესი?

მოსწავლეები პროდუქტისა და სერვისის შესახებ იდეის გასავითარებლად ირგებენ სხვადასხვა მეწარმეთა როლებს, უკეთებენ ანალიზს წარმატებული სამეწარმეო საქონელის წყაროებს, რომ შეარჩიონ პროდუქტი ან მომსახურება თავიანთი ბიზნეს გეგმისთვის.

მოდული მესამე: ვინ არის ჩემი მომხმარებელი?

მოსწავლეთა ჯგუფი ქმნის და წარმოადგენს განაცხადს, რათა დემონსტრაცია გაუკეთონ იმას, თუ როგორ მონაწილეობს ბაზრის საჭიროებები, აგრეთვე სამიზნე ჯგუფები წარმატებულ მეწარმეობაში.

მოდული მეოთხე: რა არის ჩემი უპირატესობა?

სტუდენტები აფასებენ იმ ფაქტობრივ კომპანიებს, რომლებმაც კონკურენტუნარიანი უპირატესობების არჩევა და გამოყენება შეძლეს.

მოდული მეხუთე: კონკურენტული უპირატესობა

მოსწავლეები იწყებენ თამაშს, რომელიც ასახავს ეფექტურ კონკურენტულ უპირატესობას და იძლევა შესაძლებლობას, რომ შეირჩეს მათთვის საუკეთესო სამეწარმეო საქმიანობა.

მოდული მეექვსე: ეთიკა ბიზნესისთვის

მოსწავლეები სწავლობენ, რამდენად საჭირო და მნიშვნელოვანია ეთიკა ბიზნესის გრძელვადიანი განვითარებისთვის.

მოდული მეშვიდე: ბიზნესგეგმა

წარმატებული მეწარმეების ძირითად ელემენტებს მოსწავლეები იყენებენ თავიანთი პროდუქტის ან მომსახურებისთვის და ადგენენ ბიზნესგეგმას.

 

ბიზნესგეგმის ნიმუში

პროფესიული კლასტერების ბარათების ნაკრები

პრეტესტი

პოსტტესტი