032 2 38 36 76

jag@jag.ge

სამოქალაქო ეკონომიკა

ინტერნეტში "მოგზაურობისას", გაზეთის კითხვისას, ახალი ამბების მოსმენისას, ან უბრალოდ თქვენ მეგობრთან საუბრისას, თქვენ ყოველ წუთს ეკონომიკურ საკითხებს აწყდებით, ესენი მუდამ ჩვენს გარშემო არიან და გავლენას ახდენენ ყველაზე, თქვენ მეგობრებზე, ოჯახის წევრებზე, თქვენი უბნისა თუ რაიონის მცხოვრებლებზე. ეკონომიკა ჩვენი თანამედეროვების მამოძრავებელი ძალაა და თუ მოქალაქე კარგად ფლობს ეკონომიკურ აზროვნებას, მას უადვილება ყოველდღიურად გადაწყვეტილების მიღება, უმუშავდება ცხოვრებისა და კეთილდღეობის უნარ-ჩვევები, რომელიც მასლიდერობისა და კეთილდღეობისაკენ მიყავს. ამ სასწავლო კურსში ჩვენ მოვიცავით ყველა ის საკითხი ეკონომიკის საფუძვლებიდან, რომლიც აუცილებელია დემოკრატიულ საბაზრო ეკონომიკის ქვეყანაში მცხოვრებმა თითეულმა მოქალაქემ იცოდეს - სწორედ ამიტომ სახელმძღვანელოს ვუწოდეთ სამოქალაქო ეკონომიკა. ამ პროგრამის შესწავლის შემდეგ თქვენ უმარავ კითხვას გასცემთ პასუხს რომელთა შორისაა:

  • რატომ გამოიმუშავებენ, ჩვეულებრივ, მეტი განათლებისა და გამოცდილების მქონე ადამიანები მეტს, ვიდრე ისინი, ვისაც მხოლოდ საშუალო სკოლა აქვთ დამთავრებული
  • რატომ იზრდება ხელფასები დროთა განმავლობაში?
  • რატომ იზრდება და იკლებს ბენზინის ფასი?
  • იწვევს თუ არა დანახარჯებს ტელევიზორის ყურება?
  • ყოველთვის ღირს თუ არა ნარჩენების გადამუშავება?
  • რატომ აბინძურებენ ადამიანები გარემოს?
  • რატომ ხურავენ ზოგიერთი მეწარმეები თავიანთ ფაბრიკა-ქარხნებს, სამუშაოდან ითხოვენ მუშებს ან საზღვარგარეთ გადადიან?
  • არის თუ არა იმპორტი და ექსპორტი ვაჭრობის მონაპოვარი
  • იწვევს თუ არა დანახარჯებს სკოლაში სიარული?
  • რატომ ქმნიან ახალ პროდუქტებს?
  • რატომ უნდა დავზოგოთ ფული? სად უნდა განვათავსოთ იგი?
  • ვინ არის მეწარმე?
  • სად შოულობენ ადამიანები ფულს საკუთარი საწარმოების დასაარსებლად?

 

ეკონომიკას შეუძლია ამგვარ კითხვებზე პასუხი გაპოვნინოთ, ვინაიდან იგი დამოუკიდებლად და უფრო მკაფიოდ აზროვნებაში გეხმარებათ. მოცემული კურსის ათვისებისას თქვენ დარწმუნდებით, რომ ეკონომიკა, მნიშვნელოვანწილად, აზროვნების სტილია - აზროვნებისა და განსჯისა ყოველგვარი საგნებისა და მოვლენების შესახებ. მაგრამ ამა თუ იმ სპორტული თამაშის ან მუსიკალური საკრავის დაკვრის ცოდნის მსგავსად, ეკონომიკური აზროვნება უნარია, რომლის დაუფლებასაც წვრთნა და პრაქტიკა ესაჭიროება. სწორედ სამოქალაქო ეკონომიკის პროგრამა გაგაცნობთ უმთავრეს ეკონომიკურ პრინციპებს და შესაძლებლობას მოგცემთ, პრაქტიკულადაც გამოიყენოთ ისინი.

ყველა ჩვენგანს აქვს მტკიცედ ჩამოყალიბებული წარმოდგენები იმის შესახებ, თუ რა არის კარგი და რა - ცუდი, რა არის სწორი და რა - არასწორი, რა არის სამართლიანობა და რა უსამართლობა. ეკონომიკა თქვენ მაგივრად ასეთ შეფასებებს არაკეთებს; მსგავსი შეფასებები თავად თქვენ უნდა გააკეთოთ, მაგრამ სამოქალაქო ეკონომიკას შეუძლია დაგეხმაროთ იმის გაგებაში, თუ როგორ ფუნქციონირებს ჩვენი ეკონომიკა და როგორ მოქმედებს ეკონომიკური სტიმულები მომხმარებლებზე, საწარმოთა მფლობელებზე, ხელმძღვანელებზე და სახელმწიფო მოსამსახურეებზე. თქვენ დარწმუნდებით, რომ ეკონომიკური აზროვნებით უფრო ადვილად მიხვდებით, თუ რა შესაძლო შედეგები მოჰყვება სხვადასხვა ადამიანების მიერ მიღებულ სხვადასხვაგვარ გადაწყვეტილებებს. ჩვენ გთავაზობთ, სცადოთ ამის გაკეთება. 

 

ადაპტირებული ვერსიის ავტორ-რედაქტორები:

                         აკადემიკოსი თენგიზ ჭიაბრიშვილი;

                         პროფესორი ნინო ჭიაბრიშვილი;

                         ასისტენტ-პროფესორი ეკა გეგეშიძე.


პროექტის დირექტორი: ნატალია ბრეგვაძე

 

 სახელმძღვანელო

სამოქალაქო ეკონომიკა სახელმძღვანელო