+995 558 11 60 64

jag@jag.ge

ჩვენი რეგიონი (11-დან 14 წლამდე)

V - კლასი

პროგრამა უვითარებს მოსწავლეებს მეწარმეულ აზროვნებას და უქმნის დასაქმებისთვის მზადყოფნის განწყობას. მისი ინტერესის მეორადი სფეროებია: სოციალური მეცნიერებები, გეოგრაფია, ბიზნესი, ეკონომიკა, ეთიკა, კითხვა, წერა და მათემატიკა.

პროგრამა მოსწავლეებს აცნობს მეწარმეობისა და მასთან გადამკვეთი სოციალური მეცნიერების ადრეულ, პირველი საფეხურების სასწავლო მიზნებს, რომლებიც მოიცავს: ქვეყანას, რესურსებს, მიწოდების ჯაჭვსა და პრობლემის გადაჭრას რისკისა და პოტენციური მოგების შედარების საფუძველზე.

 

პროგრამის მიზნები:

პროგრამის გავლის შედეგად მოსწავლე შეძლებს:

  • გააანალიზოს, თუ როგორ იყენებს მეწარმე რესურსებს და თანამშრომლობს სხვებთან საქონლისა და მომსახურების საწარმოებლად;
  • გაიაზროს, გლობალური კონკურენციის გამო როგორ იცვლება მოთხოვნა თანამშრომლებსა და წარმოებაზე.

 

 პროგრამა შედგება 5 გაკვეთილისგან და თითოეული მათგანი მოიცავს:

  • მიმოხილვას— მასწავლებლის (მოხალისის) მიერ ჩასატარებელი აქტივობების მოკლე აღწერილობა.
  • მიზნებს— სწავლების შედეგებს: რა ცოდნასა და უნარებს შეიძენს მოსწავლე გაკვეთილიდან.
  • მომზადებას — რჩევებს გაკვეთილის მოსამზადებლად.
  • ცნებებსა და უნარებს — ცნებებისა და უნარების ჩამონათვალი ყოველი გაკვეთილისთვის.
  • დასკვნასა და შეჯამებას — გაკვეთილის დასრულებამდე კიდევ ერთხელ გადაიხედება გაკვეთილის მიზნები.
  • სასაუბრო თემებს — საკითხებს, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში განხილული მასალის გააზრებას;
  • საგანთაშორის აქტივობებს — მასწავლებლის (მოხალისის) მიერ სხვა საგნების გაკვეთილებზე შესასრულებელი აქტივობები, რომლებიც აფართოებს მოსწავლის ცოდნას. გაკვეთილის მონახაზს — გაკვეთილის თანმიმდევრული სცენარს, რათა მასწავლებელმა (მოხალისემ) ადვილად შეძლოს მიზნების მიღწევა.

 

თითოეული გაკვეთილისთვის განსაზღვრულია საჭირო მასალების ჩამონათვალი:

  • მასწავლებლის და მოხალისის გზამკვლევი;
  • საკვანძო ტერმინთა საჩვენებელი ბარათები;

ინდივიდუალური გაკვეთილის აქტივობების შესაბამისი დამატებითი მასალები („ჰენდაუთები’’).

 

საკონტაქტო ინფრმაცია: 0322 38 36 70; E-mail: academy@jag.ge