+995 558 11 60 64

jag@jag.ge

ჩვენი ქალაქი (9-დან 11 წლამდე)

IV - კლასი

პროგრამა ხელს უწყობს ფინანსური წიგნიერების აკადემიური სტანდარტების შეძენას, ხოლო მისი ინტერესის მეორადი სფეროებია სოციალური კვლევები, ბიზნესი, ეკონომიკა, კითხვა, წერა და მათემატიკა. მასში განხილულია ქალაქების მახასიათებლები და ფულის მართვა ქალაქში მცხოვრები ადამიანებისა და მოქმედი ბიზნესების მიერ.

მოსწავლეები ფულის მართვის სტრატეგიებს გამოიყენებენ პირადი და საქმიანი ანგარიშების წარმოებისას.

 

პროგრამის მიზნები:

პროგრამაში მონაწილეობის შედეგად მოსწავლეები შეძლებენ:

  •  წარმოადგინონ პრაქტიკული ინფორმაცია ქალაქში არსებული უბნების შესახებ;
  • გამოიკვლიონ ფულის, მათ შორის – გადასახადების გადახდის, მნიშვნელოვნება ქალაქისთვის;
  • აღწერონ ქალაქში ფინანსური ინსტიტუტების როლი – თუ როგორ ეხმარებიან ისინი მოსახლეობასა და ბიზნესებს ეკონომიკური მიზნების მიღწევაში;
  • გააცნობიერონ ის ფაქტი, რომ მეწარმეები ხელს უწყობენ ქალაქში ჯანსაღი ეკონომიკის განვითარებას;
  • შეადარონ ახალი ამბების გავრცელების სხვადასხვა ფორმატი.

 

პროგრამა შედგება 5 გაკვეთილისგან და თითოეული მათგანი მოიცავს:

  • მიმოხილვას— მასწავლებლის მიერ ჩასატარებელი აქტივობების მოკლე აღწერილობა.
  • მიზნებს— სწავლების შედეგებს: რა ცოდნასა და უნარებს შეიძენს მოსწავლე გაკვეთილიდან.
  • მომზადებას — რჩევებს გაკვეთილის მოსამზადებლად.
  • ცნებებსა და უნარებს — ცნებებისა და უნარების ჩამონათვალი ყოველი გაკვეთილისთვის.
  • დასკვნასა და შეჯამებას — გაკვეთილის დასრულებამდე კიდევ ერთხელ გადაიხედება გაკვეთილის მიზნები.
  • სასაუბრო თემებს — საკითხებს, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში განხილული მასალის გააზრებას;
  • საგანთაშორის აქტივობებს — მასწავლებლის მიერ სხვა საგნების გაკვეთილებზე შესასრულებელი აქტივობები, რომლებიც აფართოებს მოსწავლის ცოდნას. გაკვეთილის მონახაზს — გაკვეთილის თანმიმდევრული სცენარს, რათა მასწავლებელმა ადვილად შეძლოს მიზნების მიღწევა.

 

თითოეული გაკვეთილისთვის განსაზღვრულია საჭირო მასალების ჩამონათვალი:

  • მასწავლებლის გზამკვლევი;
  • მოსწავლის რვეული;
  • საკვანძო ტერმინთა საჩვენებელი ბარათები;
  • ინდივიდუალური გაკვეთილის აქტივობების შესაბამისი დამატებითი მასალები („ჰენდაუთები’’).

 

საკონტაქტო ინფრმაცია: 0322 38 36 70; E-mail: academy@jag.ge