+995 558 11 60 64

jag@jag.ge

ინოვაციების ბანაკი: ფინანსური წიგნიერება

2022 წლის, 4 ივნისს, ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის "სამეწარმეო განათლების მხარდაჭერა ევროპასა და ევრაზიაში" ფარგლებში, საქართველოს ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით მართავს ინოვაციების ბანაკის ღონისძიებას ფინანსური წიგნიწერების თემაზე.

თუ გსურთ,რომ თქვენი სკოლის გუნდი (10 მოსწავლე) ჩაერთოს ინოვაციების ბანაკის ღონისძიებაში გაეცანით ინფორმაციას ღონისძიების შესახებ და შეავსეთ ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა.

 

ინფორმაცია ღონისძიების შესახებ

ინოვაციების ბანაკი ეს არის იდეების ინტენსიური გენერირების 12 საათიანი ღონისძიება, სადაც 15-დან 18 წლამდე 10 სკოლის 100 ახალგაზრდა (სკოლიდან 10 მოსწავლე) იმუშავებს კონკრეტულიბიზნეს გამოწვევის გარშემო, რომლის შესახებაც უნდა წარმოადგინონ იდეები და ეფექტური მეთოდებით გადაჭრან პრობლემა. ასევე, მოსწავლეები სწავლობენ თუ, როგორ უნდა მოახდინონ იდეების განვითარება და ჩამოყალიბება შეზღუდული დროის პირობებში.

გუნდების ფორმირების შემდეგ ახალგაზრდები გაეცნობიან ბიზნეს გამოწვევას, რომლის გადაჭრის გზებზეც იმუშავებენ 2 დღის განმავლობაში. აღნიშნული ბიზნეს ამოცანა იქნება სპეციფიური და რეალური პრობლემების შესახებ. ეს კი ითვალისწინებს, რომ ისინი ღრმად უნდა გაეცნონ სხვადასხვა მიმართულებებით ქვეყანაში და მსოფლიოში არსებულ სიტუაციას, კარგად უნდა შეისწავლონ ინდუსტრია, სახელმწიფოს მოქმედების სტრატეგია და განავითარონ ისეთი საქონლის და/ან მომსახურების კონცეფცია, რომელიც დაეხმარებათ მათ პრობლემის სწორად და ეფექტურად გადაჭრაში.

თითოეულ ჯგუფს ეყოლება გამოცდილი მენტორი და ასევე, ექსპერტები სხვადასხვა საბანკო სექტორიდან, რომლებიც გაუწევენ ინტენსიურ კონსულტაციებს, მიაწვდიან საჭირო ინფორმაციას და დაეხმარებიან იდეების განვითარებაში.

ღონისძიებაზე თითოეული გუნდი ვალდებულია წარმოადგინოს ბიზნეს გეგმა და 4 წუთიანი პრეზენტაცია, რომლის მიხედვითაც ღონისძიების ბოლოს ჟიური გამოავლენს გამარჯვებულ გუნდს.

გამარჯვებული გუნდი დასაჩუქრდება სიმბოლური საჩუქრებით, ასევე, ღონისძიების ყველა მონაწილეს გადაეცემა 123 ქვეყანაში ცნობადი სერტიფიკატი „ინოვაციების ბანაკში“ მონაწილეობისათვის.

 

 რეგისტრაციის ბოლო დღეა: 24 მაისი, 2022 წელი

 

სკოლების შესარჩევი სარეგისტრაციო ფორმა