032 2 38 36 76

jag@jag.ge

მოწვევა პროექტში "SEEEE" ჩართვაზე

“ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო“ ხელს უწყობს მეწარმეობის, ფინანსური წიგნიერების და დასაქმებისთვის მზაობის უნარების განვითარებას ახალგაზრდებში, 2002 წლიდან საქართველოში, ხოლო ჯუნიორ ეჩივმენტის პროგრამები 1919 წლიდან ხორციელდება მსოფლიოში.

„ჯუნიორ ეჩივმენტს’’ აქვს მეწარმეობის სწავლების უნიკალური მეთოდი, რომლის ინტეგრირება ადვილად შესაძლებელია სხვადასახვა სალექციო კურსთან, როგორც პრაქტიკული დანამატი, განსაკუთრებით კარგად შესაძლებლია ინტეგრირდეს ბიზნესის და მეწარმოსბის შესავალ კურსთან, სტარტ-აფ და ფაბ-ლაბების პროგრამასთან. თანამდროვე გამოწვევების შესაბამისად, მეწარმეობის სწავლებას დაემტა ციფრული ტექნოლოგიებით სერტიფიცირება, Entrepreneurship Skill Pass (ESP)-ის საერთაშორისო პლატფორმა, რომელიც ახალგარდას აძლევს დასტურს იმისა, რომ მათ აქვს სამუშაო გამოციდლება და სამეწარმეო პრაქტიკა.

ამჟამად ჩვენი ორგანიზაცია ახორიცელებს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტს „სამეწარმეო განათლების მხრადაჭერა ევროპასა და ევრაზიაში“, რომლის ფარგლებშიც გთავაზობთ თანამშრომლობას და თქვენი სტუდენტების ჩართვას ჩვენს პროგრამებში, ჩვენი პროექტის ფარგლებში უსასყიდლოდ გთავაზობთ:

  • ლექტორის/პედაგოგის მომზადებას;
  • ლექტორის/პედაგოგის ჩართვას სხვადასხვა სამუშაო შეხვდრებში;
  • ყველა ლექტოირის/მასწავლებლისთვის და მოსწავლისათვის საჭირო რესურსებს და მასალებს;
  • ადგილობრივ და საერთაშორისო შეჯიბრებებში, გამოფენა გაყიდევბსა და ინოვაციების ბანაკებში მონაწილეობას;
  • სწავლების შესახებ კონსულტაციებს ცხელი ხაზის ტელეფონების მეშვეობით, 0322 383676 და 558 591195;
  • 25 წლამდე ახლაგაზრდების ჩართვას Entrepreneurship Skill Pass (ESP)-ის საერთაშორისო სერტიფიცირებაში.

დაინტერესების შემთხევევაში 2018 წლის 10 ოქტომბრამდე, გადმოაგზავნეთ მოთხოვნა საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით ელ-ფოსტაზე: info@jag.ge ან დარგიტრირდით ბმულზე: https://goo.gl/forms/IyhbzIrfIrmfHynG3

The Entrepreneurial Skills Pass (ESP) არის სამეწარმეო უნარ-ჩვევების სერტიფიცირება ევროპული სტანდარტებით 15-25 წლამდე მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის, რომლებიც გაივლიან „მეწარმეობის“ პროგრამას და შეიძენენ ისეთ საჭირო უნარ-ჩვევებსა და კომპეტენციებს, რაც დაეხმარებათ მათ საკუთარი ბიზნესის დაწყებაში ან წარმატებით დასაქმებაში.

ESP  მოსწავლეს აძლევს სტანდარტიზებული ფორმის დასტურს, რომ ისინი ფლობენ მეწარმეობრივ უნარებს და კომპეტენციებს, რისი ფლობას კონკრენტულ უპირტესობას სძენს სამუშო ბაზარზე შესვლისას, ასევე ამაღლებს დასაქმებულთა რიცხვს და დამსაქმებლებს სთავაზობს ნათელ სურათს პოტენციური კანდიდატების შესახებ.

ტრენინგის ბოლოს „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველო“ გასცემს კურსის სრულად გავლის საერთაშორისო სერტიფიკატს, რომელიც ცნობადია 123 ქვეყანაში.

„ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო“ 2002 წლიდან ახორციელებს სამეწარმეო განათლების პროგრამების სწავლების ხელშეწყობას საქართველოში. ის არის JA მსოფლიოს წარმომადგენელი საქართველოში, მისი პროგრამები აღიარებულია European Training Foundation (ETF)-ის, ევროკომისიისა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.

Junior Achievement WorldWide არის მსოფლიოში უდიდესი საგანმანათლებლო კლასტერი, რომელიც ფუნქციონირებს 123 ქვეყნაში, შესაბამისად მის მიერ გაცემული სერტიფიკატი ცნობადია 123 ქვეყანაში. მისი მთავარი მიზანია „ახალგაზრდების მომზადება გლობალურ ეკონომიკაში წარმატების მისაღწევად“. Junior Achievement დაფუძნდა 1919 წელს, მისი პროგრამები ეფუძნება ახალგაზრდებში დასაქმებისთვის მზაობის, ფინანსური წიგნიერების და სამეწარმეო უნარების გამომუშავებას.