
Donate

STEMერი
საზაფხულო სკოლა 6-დან 11 წლამდე ახალგაზრდებისთვის
ღირებულება
150
ჩვენს ტრენინგ ცენტრში იწყება ყველაზე სახალისო, ყველაზე ენერგიული, ყველაზე შემოქმედებითი და ყველაზე შემეცნებითი საზაფხულო სკოლა!!!
საზაფხულო სკოლა 6-დან 11 წლამდე ახალგაზრდებისთვის გთავაზობთ 3 პროგრამის (ჩვენ თვითონ, ჩვენი ოჯახი, ჩვენი საზოგადოება) ინტენსიურ კურსს.
"ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო" აწარმოებს ახალგაზრდების მიღებას 123 ქვეყანაში აღიარებულ პროგრამებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ კურსის ბოლოს გაიცემა საერთაშორისო დონის სერთიფიკატი.
საზაფხულო სკოლის ფარგლებში ახალგაზრდები შეძლებენ გამოიმუშაონ: კრიტიკული აზროვნების, გადაწყვეტილების მიღების, პრობლემების გადაჭრის, ეფექტური კომუნიკაციის, ლიდერობის, გუნდური მუშაობის და დაგეგმვის უნარები.
ტრენინგები დაიწყება 1 ივლისს.
ტრენინგის ღირებულება: 150 ლარი
ხანგრძლივობა: 30 საათი (10 შეხვედრა)
ტრენინგების ადგილი:
წერეთლის ფილიალი - სლავა მეტრეველის ქ., N1
დიდი დიღმის ფილიალი - მირიან მეფის ქ., N52 (თავისუფალი სკოლა)
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით : 558 11 60 64 ან 0322 38 36 76
ჩვენ თვითონ
პროგრამა "ჩვენ თვითონ" შექმნილია ახალგაზრდების აზროვნებაში პერსონალური ეკონომიკური კონცეფციების განვითარებისთვის. მასში მონაწილეობენ ტრენერის მიერ წარდგენილი მოთხრობების გმირები. პროგრამა ხორციელდება მრავალფეროვან აქტივობებზე დაყრდნობით.
პროგრამის მიზნები:
- გაზარდოს ახალგაზრდის ცოდნა „პირადი ეკონომიკის“ სფეროში;
- დაეხმაროს ახალგაზრდებს იმის გაცნობიერებაში, რომ ინდივიდები აკეთებენ არჩევანს;
- გააცნოს ახალგაზრდებს ფული ისე, რომ ხაზი გაესვას მისი გამომუშავებისა და დაზოგვის ასპექტებს;
- ასევე გაააზრებინოს მოსწავლეებს განათლების მნიშვნელობა მათი მომავლისათვის.
I თავი | |
თოკოს მოგზაურობა ფერმაში |
|
II თავი | |
ანანო და კარუსელი |
|
III თავი | |
სანდრომ ბოსტანი გააშენა |
|
IV თავი | |
მეგი საჩუქარს ყიდულობს |
|
V თავი | |
საბა და ახალი სათამაშო მოედანი |
|
ჩვენი ოჯახი
ჩვენი ოჯახი - ეს არის ინტერდისციპლინური სასწავლო პროგრამა, რომლის მიზანია ახალგაზრდებში სამეწარმეო აზროვნების და კომპეტენციების ჩამოყალიბების ხელშეწყობა და დასაქმებისთვის მზაობის უნარების განვითარება. მასში განხილულია შემდეგი კონცეფციები: ოჯახის წევრთა შრომითი წვლილი ოჯახის კეთილდღეობაში; ოჯახის საჭიროებები და სურვილები; ოჯახის მიერ საქონლისა და მომსახურების ყიდვის დაგეგმვა.
პროგრამის მიზნები:
პროგრამის დასრულების შემდეგ მოსწავლეები შეძლებენ:
- აღწერონ ოჯახებს შორის მსგავსებები და განსხვავებები;
- მოახდინონ საჭიროებების და სურვილების კლასიფიკაცია;
- აღწერონ სამუშაოები, რომლებსაც ადამიანები ასრულებენ;
- გააანალიზონ საკუთარი უნარები, რათა განსაზღვრონ ოჯახში პირადი წვლილის შეტანის გზები;
- დაადგინონ საქონელი და მომსახურება, რომელსაც ადგილობრივი ბიზნესები აწარმოებენ;
- ახსნან მეწარმეობის ერთ-ერთი მახასიათებელი, კერძოდ, საჭიროებების ან/და სურვილების დაკმაყოფილება.
I თავი | |
ჩვენი ოჯახი |
|
II თავი | |
ჩვენი ოჯახების საჭიროებები და სურვილები |
|
III თავი | |
კარგი სამუშაო! |
|
IV თავი | |
ბიზნესი ჩვენს უბანში |
|
V თავი | |
ჩვენი ახალი ბიზნესი |
|
ჩვენი საზოგადოება
ჩვენი საზოგადოება - ეს არის ინტერდისციპლინური პროგრამა, რომელიც ხელს უწყობს დასაქმებისთვის მზაობის საერთაშორისო აკადემიური სტანდარტების მიღწევას, ხოლო მისი ინტერესის მეორადი სფეროებია: სოციალური კვლევები, ბიზნესი, ეკონომიკა, კითხვა, წერა და მათემატიკა. პროგრამა დაეხმარება ახალგაზრდებს გონივრული ფინანსური გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ცოდნისა და ეკონომიკური აზროვნების უნარების შეძენაში.
პრაქტიკული აქტივობებით პროგრამა „ჩვენი საზოგადოება“ ახალგაზრდებს აცნობს დასაქმებისთვის მზაობისა და მასთან გადამკვეთი სოციალური მეცნიერების ადრეულ, პირველი საფეხურების სასწავლო მიზნებს. ასევე, აჩვენებს, თუ როგორ სარგებლობენ მოქალაქეები საზოგადოების წარმატებით და როგორ შეაქვთ თავიანთი წვლილი ამ წარმატების საქმეში. ახალგაზრდებს განუვითარდებათ პროფესიის შეგრძნება და გააცნობიერებენ, რომ საზოგადოებისთვის ნებისმიერი სამუშაო სასარგებლოა.
პროგრამა ეხება ისეთ თემებს, როგორებიცაა: პროფესიები, პროდუქციის წარმოება, ინოვაცია, შემოსავლები, გადასახადები, მთავრობა, ფული, ბიზნესი და გადაწყვეტილებების მიღების პროცესი.
პროგრამის მიზნები:
პროგრამის გავლის შედეგად მოსწავლეები შეძლებენ:
- დაახასიათონ საზოგადოება;
- გაარჩიონ საზოგადოებაში არსებული პროფესიები და გააცნობიერონ თითოეული სამუშაოსთვის საჭირო სხვადასხვა უნარი;
- გააცნობიერონ, როგორ ეხმარება საზოგადოებას კერძო და სახელმწიფო სამსახური;
- ახსნან, თუ როგორ უწყობს ხელს საგადასახადო სისტემა სახელმწიფო მომსახურების მიწოდებას;
- გაიაზრონ ხმის მიცემის პროცესი;
- აღწერონ ფულის მიმოქცევა საზოგადოების ეკონომიკაში.
I თავი | |
ადამიანები ერთად მუშაობენ საზოგადოებაში |
|
II თავი | |
ტკბილი დონატები |
|
III თავი | |
კერძო და საჯარო სამსახურები |
|
IV თავი | |
მოდი, მივცეთ ხმა! |
|
V თავი | |
საზოგადოებაში ფულის მიმოქცევა |
|