
Donate

STEMერი
ჩვენი ქალაქი (9-დან 12 წლამდე)
ღირებულება
50
ბიზნესის უნარ-ჩვევების პროგრამები წარმატებული მომავლისათვის!
ეს არის ინტერდისციპლინარული პროგრამა, რომელიც ხელს უწყობს ფინანსური წიგნიერების საერთაშორისო აკადემიური სტანდარტების მიღწევას, ხოლო მისი ინტერესის მეორადი სფეროებია: სოციალური კვლევები, ბიზნესი, ეკონომიკა, კითხვა, წერა და მათემატიკა.
პრაქტიკული აქტივობების საშუალებით პროგრამა ჩვენი ქალაქი ახალგაზრდებს აცნობს ფინანსური წიგნიერებისა და მასთან გადამკვეთი სოციალური მეცნიერების 9-დან 11 წლამდე ახალგაზრდებისთვის შესაფერის სასწავლო მიზნებს. პროგრამაში განხილულია ქალაქების მახასიათებლები და ფულის მართვა ქალაქში მცხოვრები ადამიანებისა და მოქმედი ბიზნესების მიერ. მოსწავლეები ფულის მართვის სტრატეგიებს გამოიყენებენ პირადი და საქმიანი ანგარიშების წარმოებისას.
პროგრამის მიზნები:
პროგრამის გავლის შედეგად მოსწავლეები შეძლებენ:
- წარმოადგინონ პრაქტიკული ინფორმაცია ქალაქში არსებული უბნების შესახებ;
- გამოიკვლიონ ფულის, მათ შორის – გადასახადების გადახდის, მნიშვნელოვნება ქალაქისთვის;
- აღწერონ ქალაქში ფინანსური ინსტიტუტების როლი – თუ როგორ ეხმარებიან ისინი მოსახლეობასა და ბიზნესებს ეკონომიკური მიზნების მიღწევაში;
- გააცნობიერონ ის ფაქტი, რომ მეწარმეები ხელს უწყობენ ქალაქში ჯანსაღი ეკონომიკის განვითარებას;
- შეადარონ ახალი ამბების გავრცელების სხვადასხვა ფორმატი.
I თემა |
|
ადგილი, სადაც ადამიანები ცხოვრობენ, მუშაობენ და ერთობიან |
|
II თემა |
|
ადგილი, სადაც ადამიანები ფულს ხარჯავენ |
|
III თემა |
|
ადგილი, სადაც ადამიანები სარგებლობენ საბანკო მომსახურებით |
|
IV თემა |
|
ადგილი, სადაც ადამიანები სადილობენ |
|
V თემა |
|
ადგილი, სადაც ადამიანები იღებენ და გადასცემენ ინფორმაციას |
|
ტრენინგის ღირებულება: 50 ლარი
ტრენინგის ხანგრძლივობა: 10 აკადემიური საათი (5 შეხვედრა)
ჩატარების ადგილი:
წერეთლის ფილიალი - ქ. თბილისი, სლავა მეტრეველის ქ., N1
დიდი დიღმის ფილიალი - ქ. თბილისი, მირიან მეფის ქ., N52 (თავისუფალი სკოლა)
ცხელი ხაზი: 032 2 38 36 76 ან 558 11 60 64