
Donate

STEMერი
ჩვენი საზოგადოება (8-დან 11 წლამდე)
ღირებულება
50
ბიზნესის უნარ-ჩვევების პროგრამები წარმატებული მომავლისათვის!
ეს არის ინტერდისციპლინური პროგრამა, რომელიც ხელს უწყობს დასაქმებისთვის მზაობის საერთაშორისო აკადემიური სტანდარტების მიღწევას, ხოლო მისი ინტერესის მეორადი სფეროებია: სოციალური კვლევები, ბიზნესი, ეკონომიკა, კითხვა, წერა და მათემატიკა. პროგრამა დაეხმარება ახალგაზრდებს გონივრული ფინანსური გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ცოდნისა და ეკონომიკური აზროვნების უნარების შეძენაში.
პრაქტიკული აქტივობებით პროგრამა „ჩვენი საზოგადოება“ ახალგაზრდებს აცნობს დასაქმებისთვის მზაობისა და მასთან გადამკვეთი სოციალური მეცნიერების ადრეულ, პირველი საფეხურების სასწავლო მიზნებს. ასევე, აჩვენებს, თუ როგორ სარგებლობენ მოქალაქეები საზოგადოების წარმატებით და როგორ შეაქვთ თავიანთი წვლილი ამ წარმატების საქმეში. ახალგაზრდებს განუვითარდებათ პროფესიის შეგრძნება და გააცნობიერებენ, რომ საზოგადოებისთვის ნებისმიერი სამუშაო სასარგებლოა.
პროგრამა ეხება ისეთ თემებს, როგორებიცაა: პროფესიები, პროდუქციის წარმოება, ინოვაცია, შემოსავლები, გადასახადები, მთავრობა, ფული, ბიზნესი და გადაწყვეტილებების მიღების პროცესი.
პროგრამის მიზნები:
პროგრამის გავლის შედეგად მოსწავლეები შეძლებენ:
- დაახასიათონ საზოგადოება;
- გაარჩიონ საზოგადოებაში არსებული პროფესიები და გააცნობიერონ თითოეული სამუშაოსთვის საჭირო სხვადასხვა უნარი;
- გააცნობიერონ, როგორ ეხმარება საზოგადოებას კერძო და სახელმწიფო სამსახური;
- ახსნან, თუ როგორ უწყობს ხელს საგადასახადო სისტემა სახელმწიფო მომსახურების მიწოდებას;
- გაიაზრონ ხმის მიცემის პროცესი;
- აღწერონ ფულის მიმოქცევა საზოგადოების ეკონომიკაში.
I თავი |
|
ადამიანები ერთად მუშაობენ საზოგადოებაში |
|
|
|
II თავი |
|
ტკბილი დონატები |
|
|
|
III თავი |
|
კერძო და საჯარო სამსახურები |
|
|
|
IV თავი |
|
მოდი, მივცეთ ხმა! |
|
|
|
V თავი |
|
საზოგადოებაში ფულის მიმოქცევა |
|
ტრენინგის ღირებულება: 50 ლარი
ტრენინგის ხანგრძლივობა: 10 აკადემიური საათი (5 შეხვედრა)
ჩატარების ადგილი:
წერეთლის ფილიალი - ქ. თბილისი, სლავა მეტრეველის ქ., N1
დიდი დიღმის ფილიალი - ქ. თბილისი, მირიან მეფის ქ., N52 (თავისუფალი სკოლა)
ცხელი ხაზი: 032 2 38 36 76 ან 558 11 60 64