
Donate

STEMერი
მოსწავლეთა კომპანიების რეგისტრაცია 2021-2022 სასწავლო წელი
დაიწყო მეწარმეობის საფუძვლების სწავლების ფარგლებში შექმნილი მინი კომპანიების რეგისტრაცია საქართველოს 2022 წლის საუკეთესო მოსწავლეთა კომპანიის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.
რეგისტრაციისთვის საჭიროა გაიაროთ შემდეგი ეტაპები:
1. კომპანიის რეგისტრაციისთვის უნდა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა სადაც, ასევე, უნდა ატვირთოთ შემდეგი ფაილები:
- გუნდის სარეგისტრაციო ფორმა;
- მარტივი ბიზნეს გეგმა;
- ბიზნეს იდეა;
- პროდუქტის ფოტოები (მაქსიმუმ 5 ფოტო).
ფაილები გადმოწერეთ ლინკიდან: https://drive.google.com/drive/folders/1g2bT4pYKRPHJsrC50Iz0ZiBQIZKu4Ici?usp=sharing
2. სარეგისტრაციო ფორმა იხილეთ ლინკზე: https://forms.gle/iQhLiVyVyh2FpVeEA
3. კომპანიის თითოეული წევრი უნდა იყოს რეგისტრირებული 2022 წლის მოსწავლეთა კომპანიის კონკურსის ელექტრონულ პორტალზე. იხილეთ ლინკი https://gen-e.eu/register/students/
4. სკოლა ჩართული უნდა იყოს საერთაშორისო სერტიფიცირების (ESP) პროცესში (დაუკავშირდით ჩვენს კოორდინატორს 558 11 60 64)
რეგისტრაციის ვადები:
საქართველოს მოსწავლეთა კომპანიების გამოფენა-გაყიდვაზე მონაწილეობისათვის და გაყიდვების მოწმობის მისაღებად გთხოვთ რეგისტრაცია გაიაროთ
2022 წლის 28 თებერვლის ჩათვლით!
გისურვებთ წარმატებებს!
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
558 11 60 64
juniortrainings@gmail.com