
Donate

STEMერი
„კომპლექსური დავალებების“ კონკურსი პედაგოგებისთვის
ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო აცხადებს „კომპლექსური დავალებების“ კონკურსს პედაგოგებისთვის, რომლის მიზანია - მოსწავლეებში მეწარმეობის, როგორც გამჭოლი კომპტენციის გამომუშავება.
„კომლექსური დავალება“ შესაძლებელია მომზადდეს კონკრეტული საგნის, საგნობრივი ჯგუფის, სწავლების საფეხურის ან/და კლასის მიხედვით.
კონკურსის საფძუველზე შერჩული საუკეთესო „კომლექსური დავალებები“ მოხვდება სახელმძღვანელოში - „კომპლექსური დავალებების კრებული მეწარმეობაში“.
ერთი პედაგოგის მიერ შესაძლებელია რამდენიმე კომპლექსური დავალების წარმოდგენა.
კონკურსში მონაწილეობის ბოლო დღეა 2021 წლის 20 მაისი.
კონკურსში მონაწილეობისთვის საჭიროა:
1. შეავსოთ „კომპლექსური დავალების წარდგენის ფორმა“.
2. შევსებული ფორმა გადმოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე juniortrainings@gmail.com, სათაურით (Subject) „კომპლექსური დავალებების კონკურსი პედაგოგებისთვის“.
დამატებითი კითხვები მოგვწერეთ facebook გვერდზე ან ელ.ფოსტაზე: juniortrainings@gmail.com
საკონსულტაციო შეხვდრა გაიმართება 2021 წლის 10 აპრილს 12:00 საათზე ონლაინ რეჟიმში „ZOOM.US” პლატფორმის მეშვეობით. თუ ვერ შეძლებთ შეხვედრაზე დასწრებას შეგიძლიათ მოგვწეროთ და მოითხოვოთ შეხვედრის ჩანაწერი.
კომპლექსური დავალების წარდგენის ფორმა