
Donate

STEMერი
სამეწარმეო სკოლის დაჯილდოება 2019!
„თავისუფალი სკოლა“ და „საქართველოსბიზნესისაკადემია” საქართველოდან აღიარებულია, როგორც ევროპის ერთ-ერთი ჩემპიონი სამეწარმეო განათლებისთვის!
- 34-მაშესანიშნავმა ევროპულმა სკოლამ სამეწარმეო განათლების ჩემპიონატზე მიიღო „მეწარმეობის სკოლის” ჯილდო, 16 ოქტომბერს ქალაქ ჰელსინკში, ფინეთში.
- დაჯილდოებულ სკოლებს შორის არიან საქართველოს წარმომადგენლებიც „თავისუფალი სკოლა“ და „საქართველოსბიზნესისაკადემია”.
- სამეწარმეო სკოლის ჯილდოარის ყოველწლიური აღიარება, რომელსაც ხელმძღვანელობს ჯუნიორ ეჩივმენტი ევროპა (JA Europe), რომლის მიზანია სკოლებს, დირექტორებს და მასწავლებლებს გაუწიოს დახმარება და გაუზიაროს სამეწარმეო სწავლების გამოცდილება, ევროპის მასშტაბით.
16 ოქტომბერს, „სამეწარმეო სკოლის“ დაჯილდოება ჩატარდა ჰელსინკში, ევროპული პროფესიული უნარების კვირეულის ფარგლებში. „სამეწარმეო სკოლის“ მეხუთე დაჯილდოებაზე, ევროპის 22 ქვეყნის 34 ინოვაციური (აკადემიური და პროფესიული) სკოლა შეირჩა ეროვნულ დონეზე მათი უახლესი ხედვისა და მეწარმეობის საგანმანათლებლო პროგრამების შესანიშნავი განხორციელებისთვის. 62 დირექტორი და მასწავლებელი 16 ოქტომბერს შეიკრიბა ჰელსინკში, რომ მიეღოთ თავიანთი სკოლის ჯილდო.
„სამეწარმეო განათლების გაფართოება ევროპაში დიდწილად განპირობებულია დირექტორებისა და მასწავლებლების ხელშეწყობით, რომლებიც იყენებენ ყველა შესაძლებლობას, დაეხმარონ თავიანთ სტუდენტებს დასაქმებისთვის. სტუდენტები, რომლებიც მონაწილეობენ ასეთ საგანმანათლებლო პროგრამებში, ავითარებენ კრეატიულობას, აუმჯობესებენ თვითდაჯერებულობას და ზრდიან თავიანთ შრომისუნარიანობას. უმჯობესდება მათი ქცევა და შეფასება სხვა საგნებშიც. კონკურსში მონაწილე სკოლები იღებენ სარგებელსაც: კვლევებმა აჩვენა, რომ მასწავლებლების შენარჩუნება ამ სკოლებში უფრო მაღალია, 90%-ით! ამ ყოველწლიური ღონისძიების ორგანიზებით, გვსურს ვაღიაროთ მათი შესანიშნავი შრომა და მადლობა გადავუხადოთ მათ თავიანთი ხედვისთვის და ერთგულებისთვის. მომავლის სკოლები ნამდვილად ჰგავს „მეწარმეობის სკოლის“ გამარჯვებულებს,“ - თქვა კეროლაინ ჯენერმა, ჯუნიორ ეჩივმენტი ევროპის დირექტორმა.
სკოლები შეფასდა ეროვნულ დონეზე სპეციალური კომიტეტების მიერ, რომლებიც შედგენილია JA ეროვნული ოფისებისა და მათი ეროვნული განათლების ორგანოების მიერ. შემდეგი კრიტერიუმებით: სკოლის სტრატეგიის ხარისხი მეწარმეობის სწავლების განვითარებისთვის, შესაბამისი რესურსების გამოყოფა, მასწავლებელთა შესაბამისი ტრენინგის არსებობა, კერძო და საჯარო ბიზნესების ჩართულობა და სკოლის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება.
სამეწარმეო სკოლის დაჯილდოება 2019!
- AUSTRIA - BG/BRG Stainach
- AUSTRIA - Handelsakademie Hallein
- BELGIUM - Immaculata MariaInstituut Roosdaal
- BELGIUM - Stedelijk Lyceum Waterbaan
- BULGARIA - Mathematical High School “Baba Tonka”
- BULGARIA - Professional Technical High School “N. Y. Vaptsarov”
- CZECH REPUBLIC - Vyšší odborná škola a Strední škola technická
- ESTONIA - Tabasalu Ühisgümnaasium
- FINLAND - Jyväskylä Educational Consortium Gradia
- FINLAND - Ylöjärvi Upper Secondary School
- GEORGIA - Business Academy of Georgia-SBA
- GEORGIA - LLC Free School
- GERMANY - Illertal-Gymnasium Vöhringen
- GREECE - Hellenic American Educational Foundation Psychico College
- GREECE - 1st Vocational School of Aspropyrgos
- IRELAND - Gort Community School
- ITALY - I.S.I.S. A. Malignani
- LATVIA - Iecava Secondary School
- LITHUANIA - Alytus Putinai gynnasium
- LITHUANIA - Visaginas Technology and Entrepreneur Training Centre
- LUXEMBOURG - Lycée Technique Agricole Ettelbruck
- LUXEMBOURG - Ecole de Commerce et de Gestion
- NORWAY - Bleiker Upper Secondary School
- NORWAY - Geilo Primary and Junior High School
- ROMANIA - Colegiul Tehnic De Cai Ferate “Unirea”
- ROMANIA - Colegiul Economic “Virgil Madgearu”
- RUSSIA - Instrumentation and Information Technologies Vocational School
- SLOVAKIA - Secondary School of Electrical Engineering Hálova
- SPAIN - Colegio de Fomento Los Robles
- SPAIN - IES Tetuan de las Victorias
- SWEDEN - Lillerudsgymansiet
- SWITZERLAND - Berufsbildungszentrum Biel-Bienne
- SWITZERLAND - Wirtschaftsgymnasium and Wirtschaftsmittelschule
- UNITED KINGDOM - Dunoon Grammar School
ჯუნიორ ეჩივმენტი ევროპის შესახებ
JA Europe არისყველაზე დიდი არაკომერციული ორგანიზაცია ევროპაში, რომელიც ემსახურება ახალგაზრდების მომზადებას დასაქმებისთვის და სამეწარმეო საქმიანობისთვის. JA Europe არის JA Worldwide-ის წევრი, რომელიც 100 წლის განმავლობაში ეწეოდა მეწარმეობის ექსპერიმენტულ სწავლებას, სამუშაო მზადყოფნას და ფინანსურ განათლებას. JA ქმნის გზებს დასაქმების, სამუშაო ადგილების შექმნის და ფინანსური წარმატებისთვის.
გასულ სასწავლო წელს, JA ქსელმა ევროპაში მიაღწია 4,2 მილიონზე მეტ ახალგაზრდას 40 ქვეყნის მასშტაბით, 139,000 ბიზნეს მოხალისის და 143,000 პედაგოგის მხარდაჭერით.
ევროპული პროფესიული უნარების კვირეულის შესახებ
ევროპული პროფესიული უნარების კვირეული წარმოადგენს ევროკომისიის ინიციატივას პროფესიული განათლებისა და ტრენინგის შესახებ ცოდნის ამაღლებისა და მისი მიმზიდველობის გაზრდის მიზნით. კვირეულის მიზანია, რომ პროფესიული განათლება უფრო მიმზიდველი გახადოს ახალგაზრდებისთის და დაეხმაროს მათი შესაძლებლობების სრულად გამოყენებაში. ღონისძიებები, რომლებიც ტარდება მთელ ევროპაში - ადგილობრივ, რეგიონალურ და ნაციონალურ დონეზე - აჩვენებს მრავალწლიან შესაძლებლობებს, რომლებიც პროფესიულმა განათლებამ მიაწოდა ახალგაზრდებს, მოზრდილებს და კომპანიებს.
კამპანიის დევიზია "აღმოაჩინე შენი ნიჭი!"
კამპანიის მიზანია აჩვენოს, რომ თითოეული ადამიანი ნიჭიერია და რომ პროფესიული განათლებას შეუძლია ხალხს მიაწოდოს საჭირო პრაქტიკული უნარ-ჩვევები, ცოდნა და კომპეტენციები შრომის ბაზარზე და ზოგადად საზოგადოებაში წარმატების მისაღწევად.
წლევანდელი თემაა "პროფესიული განათლება ყველასთვის - უნარ-ჩვევები სიცოცხლისთვის" და კვირეული ფოკუსირდება პროფესიული განათლების სფეროში ინკლუზიური და მისი არსებობის ხანგრძლივობის ასპექტებზე.
https://ec.europa.eu/social/vocational-skills-week/
2019 წლის სამეწარმეო სკოლების დაჯილდოების ფოტოები
სემინარის ფოტოები 2019 წლის სამეწარმეო სკოლების წარმომადგენლებისთვის