
Donate

STEMერი
კონკურსი სკოლებისთვის!!!
"ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო" იწვევს სკოლებს პროგრამაზე
„იყავი მეწარმე“
პროგრამა ითვალისწინებს პედაგოგთა მომზადებას, კლუბური მუშაობისთვის სასწავლო მასალებით უზრუნველყოფას და ანაზღაურებას კლუბის პედაგოგისთვის პროგრამის განხორციელებისთვის.
ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო (JAG), ფონდი კრისტალი და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალთან პარტნიორობითა და USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებენ პროექტს "ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლების გენერირების მხარდაჭერის პროგრამა საქართველოში" (YES-Georgia).
პროექტი YES-საქართველო, ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველოს კომპონენტის მეშვეობით, მიზნად ისახავს სამომხმარებლო, ეკონომიკური, სოციალური, კრიტიკული აზროვნების, გადაწყვეტილების მიღების, პრობლემის მოგვარების, ლიდერობისა და დაგეგმვის უნარ-ჩვევების განვითარებას სკოლის მოსწავლეებს შორის, რომელიც საფუძველს უქმნის სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარებას და მოამზადებს ახალგაზრდებს ეკონომიკის სფეროში წარმატების მისაღწევად. ამგვარად. YES-საქართველო , ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველოსთან თანამშრომლობით, აფართოებს მიზნობრივი ბენეფიციარების ჯგუფს მეათე, მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს შორის.
დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ
დაინტერესების და პროგრამაში ჩართვის სურვილის შემთხვევაში 2019 წლის 31 ივლისამდე გთხოვთ, შეავსოთ ელექტრონული ფორმა
სარეგისტრაციო ფორმა
დამატებითი კითხვებისთვის დაგვიკავშირდით: (+995) 558 56 55 99; ან (+995) 322 38 36 76