+995 558 11 60 64

jag@jag.ge

სამუშაო შეხვედრა „მეწარმეობრივი კომპეტენციები, ინოვაცია და XXI საუკუნის მიდგომები სწავლებაში“ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში

2019 წლის 27 თებერვალს 12:00-დან 16:00 საათამდე გაიმართა სამუშაო შეხვედრა „მეწარმეობრივი კომპეტენციები, ინოვაცია და XXI საუკუნის მიდგომები სწავლებაში“ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, "ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს“ მიერ. შეხვდერა ორგანიზებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „სამეწარმეო განათლების მხარდაჭერა ევროპასა და ევრაზიაში“ ფარგლებში. სამუშაო შეხვედრა ეხებოდა მეწარმეობის სწავლების თავისებურებს და თანამედროვე მიდგომებს. შეხვედრაზე მოხდა სამწერმეო კომპეტენციათა ევროპული ჩარჩოსა და სტუდნტთა სამეწარმეო უნარ-ჩვევების სერტიფიცირების შესაძლებლობების განხილვა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სხვადასხვა უნივერსტეტების და კოლეჯების წარმომადგენლებმა. შეხვდრას უძღვებოდა ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს “აღმასრულებელი დირექტორი ეკა გეგეშიძე და „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ პროფესრი ნანა შონია.