+995 558 11 60 64

jag@jag.ge

ევროპის მასშტაბით 17 გამორჩეული სამეწარმეო სკოლა დაჯილდოვდა

  • სამეწარმეო განათლებაში 17-მა გამორჩეულმა დაწყებითმა და საშუალო სკოლამ მიიღო მონაწილეობა „სამეწარმეო სკოლის დაჯილდოებაში“ რომელიც გაიმართა ვენაში (ავსტრია), 7 ნოემბერს.
  • „სამეწარმეო სკოლის დაჯილდოება“ იმართება ყოველწლიურად JA ევროპის მიერ, რომელიც მიზნად ისახავს ევროპის მასშტაბით სკოლების დირექტორებისა და მასწავლებლების სამეწარმეო სასწავლო ინიციატივების მხარდაჭერასა და მოტივაციას.

 tes

 

2018 წლის 7 ნოემბერს ავსტრიაში, ქალაქ ვენაში „ევროპის პროფესიული უნარების კვირეულის ფარლებში გაიმართა „სამეწარმეო სკოლის დაჯილდოება“ სადაც ევროპის დონეზე შერჩეულ იქნა 17 ინოვაციური სკოლა, მათი თანამედროვე ხედვისა და სამეწარმეო საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების მიხედვით.

7-8 ნოემბერს TES Awards-ის ცერემონიაზე, რომელსაც უმასპინძლა Siemens-მა შეიკრიბნენ აღნიშნული სკოლების დირექტორები და წარმომადგენლები.

თუ გვინდა, რომ მოვამზადოთ ახალგაზრდები „მომავლის სამუშაო ადგილებისთვის“, ჩვენ უნდა ვუზრუნველვყოთ მათი აღჭურვა შესაბამისი უნარებით. აქედან გამომდინარე, სკოლები, პედაგოგები და ოჯახები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ არა მხოლოდ ახალგაზრდების აკადემიური უნარ-ჩვევების განვითარებაში, არამედ მათ სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარებაში, რომელიც ფოკუსირებულია პრაქტიკულ გამოცდილებაზე“ - Caroline Jenner, „JA Europe”-ის აღმასრულებელი დირექტორი.

სკოლებიშეფასებულ იქნა ეროვნულდონეზესპეციალურიკომიტეტებისმიერ. მათ თავიანთ ქვეყნებში აჩვენეს უმაღლესი შედეგები სამეწარმეო განათლების მდგრადობასა და ხელშეწყობაში:

  • სკოლის სტრატეგია
  • რესურსის გამოყოფა
  • პედაგოგებისთვის ტრენინგების მიწოდება
  • ადგილობრივი და ბიზნეს გაერთიანებების ჩართულობა.

სათანადო განათლება არის გასაღები ახალგაზრდებისათვის, რათა შეიცნონ საკუთარი შესაძლებლობები, მათი ძლიერი მხარეები და ინტერესები. აქედან გამომდინარე, ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ უნდა უზრუნველვყოთ და დავეხმაროთ ჩვენს თანამშრომლებს პროფესიული და პირადი უნარ-ჩვევების განვითარებაში და შევთავაზოთ ახალგაზრდებს, განსაკუთრებით სტაჟიორებს ის განათლება, რომელიც შეესაბამება მათ ინდივიდუალურ ფონს", - Wolfgang Hesoun, „Siemens“-ის აღმასრულებელი დირექტორი ავსტრიაში.

Flash Eurobarometer-ის მიხედვით 466 (მაისი 2018) "ევროპელი ახალგაზრდების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ სკოლებში ან უნივერსიტეტებში კრეატიულობისა და კრიტიკული აზროვნების სწავლების გაზრდა სასარგებლო იქნება". ამ თვალსაზრისით, ევროკომისია 2025 წლისთვის ევროპული საგანმანათლებლო სივრცის მშენებლობას განაგრძობს.

„სამეწარმეო სკოლების დაჯილდოება 2018“ მონაწილეები

  1. Austria - Hak has feldkirch
  2. Czech Republic - OA, SOŠ a JŠ Hradec Králové
  3. Denmark - Niels Brock
  4. Estonia - Kuressaare Ametikool
  5. Finland - Kristinestads högstadieskola
  6. Georgia - Progress
  7. Germany - Franziskus Gymnasium Nonnenwerth
  8. Greece - Pierce American College
  9. Latvia - Riga State Gymnasium No.3
  10. Lithuania - Kaunas Versvu Gymnasium
  11. Luxembourg - Lycée Ermesinde
  12. Norway - Lier Upper Secondary School
  13. Romania - Marmația Technological High School
  14. Russia - Bolgar School No.2
  15. Slovakia - Secondary grammar school of St. Thomas Aquinas
  16. Switzerland - Akzent Entrepreneurship of Kantonsschule Hottingen
  17. United Kingdom - Hendon School

 

JA Europe-ის შესახებ

JA ევროპა არის უდიდესი ორგანიზაცია, რომელიც ამზადებს ახალგაზრდებს დასაქმებისთვის მზაობასა და მეწარმეობისაში. JA ევროპა არის JA მსოფლიოს წევრი, რომელიც 100 წლის განმავლობაში ახორციელებს მეწარმეობის ექსპერიმენტულ სწავლებას, სამუშაოსთვის მზაობასა და ფინანსურ წიგნიერებას. JA ქმნის გზებს დასაქმებისთვის, სამუშაო ადგილების შექმნისთვისა და ფინანსური წარმატებისთვის. ბოლო სასწავლო წლის განმავლობაში, JA ევროპის ქსელმა მოიცვა 4 მილიონზე მეტი ახალგაზრდა 40 ქვეყანაში, 140 000 ბიზნეს მოხალისისა და 130 000 პედაგოგის მხარდაჭერით. www.jaeurope.org

 
Siemens Austria-ს შესახებ

Siemens ავსტრიაარისქვეყნისერთერთი წამყვანიტექნოლოგიურიკომპანია. სადაცდაახლოებით 10,300 თანამშრომელიმუშაობს. 2017 ფისკალური წლის გაყიდვებმა 3.4 მილიარდი ევრო შეადგინა. ბიზნეს საქმიანობა ფოკუსირებულია ელექტრიფიკაციაზე, ავტომატიზაციასა და დიგიტალიზაციაზე. არსებითად ეს მოიცავს ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის და განაწილების სისტემებსა და მომსახურებებს, ასევე ენერგოეფექტური პროდუქტებს და გადაწყვეტილებების მიღებას, სატრანსპორტო და სამშენებლო ტექნოლოგიებსა და ტექნოლოგიებს მაღალი ხარისხის და ინტეგრირებული ჯანდაცვისათვის. Siemens Healthineers AG, სამედიცინო დანადგარების აღჭურვილობის წამყვანი კომპანიაა,როგორიცაა კომპიუტერული ტომოგრაფია და მაგნიტური რეზონანსული გამოსახულების სისტემები და ლაბორატორიული დიაგნოსტიკა, ასევე კლინიკური IT. ავტომატიზაციის ტექნოლოგიები, პროგრამული უზრუნველყოფა და მონაცემთა ანალიტიკა. Siemens ავსტრია მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ადგილობრივი ღირებულებების დამატებას. 11 000 მომწოდებლიდან - დაახლოებით 6,900 ავსტრიაშია დაფუძნებული - Siemens AG Österreich- ის შესყიდვის მოცულობამ გარე მომწოდებელთაგან 1 მილიარდ ევროზე მეტი შეადგინა გასულ ფისკალურ წელში. Siemens Austria არა მარტო ადგილობრივ ბაზარზე არსებობს, არამედ დამატებით 18 ქვეყანაში ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, ასევე ისრაელში. www.siemens.at

 

ევროპის პროფესიული უნარების კვირეულის შესახებ

ევროპის პროფესიული უნარ-ჩვევების კვირეული 2018 წელს ტარდება ვენაში, 5-დან 9 ნოემბრამდე. კვირეულის ფარგლებში, სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით, ასობით ღონისძიება და აქტივობა განხორციელდება ევროპის მასშტაბით. გახსნის ღონისძიებები და დამსაქმებელთა დღეები რამდენიმე წევრ ქვეყანაში გაიმართება. https://ec.europa.eu/social/vocational-skills-week/

ღონისძიების ფოტოები

გაიგეთ მეტი დაჯილდოების და მასში მონაწილე სკოლების შესახებ