032 2 38 36 76

jag@jag.ge

წლის კომპანია 2018

25 აპრილს, სასტუმრო „Radisson Blu Iveria“-ში ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველომ გამართა სამეწარმეო განათლების ფორუმი. ფორუმი გაიმართა, აშშ-ს საერთაშორისო განვითრების სააგენტოს USAID -ის პროექტის „სამეწარმეო განათლების მხარდაჭერა აღმოსავლეთ ევროპასა და ევრაზიაში“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება Junior Achievement-ის წევრი 8 ქვეყნის მიერ: ევროპა (ბელგია), ბულგარეთი, ალბანეთი, რუმინეთი, სერბეთი, საქართველო, მოლდოვა და მაკედონია.

ღონისძიებას ესწრებოდნენ განმახორციელებელი ქვეყნების, USAID-ის, ბიზნეს, სამთავრობო, საგანმანთლებლო და არასამთვრობო სექტორის წარმომადგენლები, ამასთანავე პროგრამის მონაწილე მოსწავლეები.

ღონისძიების დროს მოხდა სასწავლო პროგრამის „მეწარმეობის საფუძვლების“ ფარგლებში შექმნილი „სასწავლო კომპანიების“ საუკეთესო ხუთი კომპანიის წარდგენა, ამასთანავე „წლის კომპანიის“ გამოვლენა, რომელიც 2018 წლის ივლისში ევროპის „სასწავლო კომპანიების“ 29-ე შეჯიბრზე წარადგენს საქართველოს, რომელიც გაიმართება ბელგრადში, სერბეთი http://coyc.jaeurope.org/.

"წლის კომპანია 2018" გახდა სსიპ ქალაქ თაბილისის N175 საჯარო სკოლის გუნდის მინი კომპანია "Skill Board"

კომპანიის წევრები: ანი გოგოლაძე (პრეზიდენტი), ანი კაპანაძე, ნატა ჯოხაძე, გახა ფიცხელაური, თამარ მაზმიშვილი, მასწავლებელი - თამარ მორგოშია.

გამარჯვებულ გუნდს პრიზები გადასცა ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს კურსდამთავრებულმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ბატონმა გვარამ ხანდამიშვილმა.