+995 558 11 60 64

jag@jag.ge

"ბიზნესის უნარ-ჩვევების" პროგრამის პედაგოგთა ტრენერთა ტრენინგი ქუთაისში

2017 წლის 25-26 თებერვალს, ქ. ქუთაისში „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველომ“ სამეცნიერო-ინტელექტუალურ კლუბ „თაობათა დიალოგი“-თან თანამშრომლობით და გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის მხარდაჭერით ჩაატარა „ბიზნესის უნარ-ჩვევების“ პროგრამის პედაგოგთა ტრენერთა ტრენინგი. პროგრამა მოიცავდა 10 აკადემიურ საათს, რომელსაც დაესწრნენ იმერეთის რეგიონის პედაგოგები და სამეცნიერო–ინტელექტუალურ კლუბ „თაობათა დიალოგის" მოხალისეები, რომლებიც პროგრამის გავლის შემდეგ შეძლებენ მოამზადონ პედაგოგები და გამოუმუშავონ ისეთი ცოდნა და უნარები რაც დაეხმარებათ აღნიშნული პროგრამის გაკვეთილების სრულყოფილად და ნაყოფიერად განხორციელებაში.

 

ტრენინგის ფოტოები