
Donate

STEMერი
ბიზნესის უნარ-ჩვევების პროგრამები
JA ჩვენ თვითონ - I კლასი
პროგრამა ასწავლის ადამიანების სხვადასხვა ეკონომიკურ როლს და გააცნობს გამომუშავების, დანაზოგის, გაზიარების და ეთიკური შრომის პრინციპებს.
JA ჩვენი ოჯახი - II კლასი
პროგრამაში აღწერილია ადამიანების და მათი ოჯახების როლი ადგილობრივ ეკონომიკაში. იგი უზრუნველყოფს მოსწავლეების ჩართვას აქტივობებში, რომლებიც დაკავშირებულია საჭიროებებთან, სურვილებთან, სამუშაოსთან, საშუალებებთან, უნარებთან და ურთიერთდამოკიდებულების პრინციპებთან.
JA ჩვენი საზოგადოება - III კლასი
პროგრამაში განხილულია დასაქმებულთა როლები საზოგადოებაში, სხვადასხვა საქმიანობათა ურთიერთკავშირი და საზოგადოებაში შრომის ორგანიზების საკითხები.
JA ჩვენი ქალაქი - IV კლასი
მოსწავლეები სწავლობენ სხვადასხვა პროფესიას, მათთვის საჭირო უნარებს, ეცნობიან თუ რა როლს ასრულებს ბიზნესი ქალაქის განვითარებაში.
JA ჩვენი რეგიონი - V კლასი
პროგრამაში წარმოდგენილია კავშირი სხვადასხვა რეგიონში არსებულ ბუნებრივ, ადამიანურ და კაპიტალურ რესურსებს შორის. მასში განმარტებულია რეგიონული ბიზნესები, რომლებიც მომხმარებელს საქონლითა და მომსახურებით უზრუნველყოფს.
JA ჩვენი ქვეყანა - VI კლასი
მოსწავლეები ითვისებენ პრაქტიკულ ინფორმაციას სხვადასხვა საჯარო და კერძო სფეროში დასაქმების შესაბამისი შრომის ბაზრის მოთხოვნების შესახებ.
JA ფულზე მეტი - VI კლასი
მოსწავლეები სწავლობენ ფულის გამომუშავებასთან, ხარჯვასთან, განაწილებასთან და დაზოგვასთან დაკავშირებულ საკითხებს. ისინი იძენენ თანხების მართვის უნარებს მათ ცხოვრებაში ფულის მნიშვნელობის უკეთ გაცნობიერების მიზნით.